"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლი“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კონტემ სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. უპირტესობას მაპინძლები ფლობდნენ და დაწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც პენალტიდან ძაკანის დარტყმული ბურთი კაპრილემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ კაპრილეს კარი ნოსლინმა თავურით დალაშქრა. 36-ე წუთზე ნერესს გატანა მეკარე მანდასმა არ დაანება, დამატებაზე მცველებს სიმეონემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. „ნაპოლის“ სიხარული ხანმიკლე აღმოჩნდა, რამეთუ მალე ნოსლინმა დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის დასასრულს სიმეონემ ნერესის გადაცემა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა
მანდასი.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოსლინმა თავურით გაუტანა კაპრილეს და სტუმრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კონტემ 72-ე წუთზე შეცვლაზე დი ლორენცო, პოლიტანო და მაკტომინეი შეუშვა, 78-ეზე ლუკაკუ, 85-ეზე ლობოტკა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. კვარაცხელია კონტემ არ ათამაშა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს ჩაატარებს - სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ლაციოს“ მიიღებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ნოსლინი (32), 1:1 სიმეონე (36), 2:1 ნოსლინი (71), 2:0 ნოსლინი (50)
გამოუყენებელი პენალტი: ძაკანი (20, ლაციო)

altკვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში

მკითხველის კომენტარები / 14 /
კონტეს ერჩივნა თასს მისწოლოდა ბოლომდე...წელს სკუდეტო ატალანტასია, ბრდღვნის ყველაფერს...
კობსონა
07 დეკემბერი 2024 19:21
0
კვარა იცით რატომ არ იყო?კონტესთვის უთხოვია, რო განცხადებები უნდა დავწეროო და გამანთავისუფლეო, ხოდა კონტესაც დაბრო მიუცია. მიდი კვარა მიაწექი განცხადებებს და უფრო მეტად გააგიჟე პატალა ჰიტლერები.
ვაი მართლა?
06 დეკემბერი 2024 14:05
10
რაო ნერეწშმა დაამტვრია კრამიტები?
WTF
06 დეკემბერი 2024 10:44
1
ზუსტად ეს მინდოდა, გაბრწყინდა ხო ნერესი და ნაპოლი კვარას გარეშე.
კვარას გარეშე ვერცერთი გუნდი ვერაფერს გააკეთებს, რადგან კვარა გუნდში, განსხვავებას ქმნის!
მალხაზ ჯობავა
06 დეკემბერი 2024 09:25
4
რატო გგონია რო კვარას გარეშე ვერც ერთი გუნდი ვერაფერს იზავს?? აგერ სპაერმა კვარას გარეშე მოუგო დინამო თბილისს,,ნაპოლი და მისი ხელმძღვანელობა მით უმეტეს ლაურა მაგრად კი ცდილობენ კვარას მნიშვნელობა დააკნინონ გუნდში და ჩვეულებრივ ფეხბურთელად წარმოაჩინონ თუმცა სასიამოვნოა რო ყოველი ესეთი ცდა კრახით სრულდება და ყოველ ჯერზე მტკიცდება კვარას მნიშვნელობა ამ გუნდისთვის თან ეს ხდება კვარას უთამაშებლად,მისგან დამოუკიდებლად
gel-100
06 დეკემბერი 2024 11:46
1
კვარას წასვლის მერე ნაპოლი ასეთი გახდება. დამლაგებლის ხელფასზე ამუშავებენ ადამიანს, რომელმაც მარადონას შემდეგ ნეაპოლს მრავალი წლის ოცნება აუხდინა.
Რაგბის ფანი
06 დეკემბერი 2024 04:42
2
ზედმეტი ტვირთი არ უნდა ნაპოლის,ჩემპიონატზეა მთლიანად გადართული და მოიშორა ეს თასიც.კვარა შეინახა ლაციოსთვის კვირას,ეტყობა მაგარი იმედო აქვს კვარასი.
მირო
06 დეკემბერი 2024 03:25
7
ზურა222-ს. აღარ არიან ჩვენი ბიჭები საამაყოებიო ამბობ. საქართველოს მეორე ნახევრისთვის ტალახაძე და გენო აღარ არიან საამაყოები. ხვდები რა უბედურება დამართა ხალხს ფაქტიურად ორმა კაცმა? ასე როგორ შეიძლება ერთმანეთზე გადამტერება გემოვნების გამო. ეხლა არ თქვათ ეს გემოვნება არააო. გემოვნებაა ზუსტად და მეტი არაფერი. ქვეყნის 40% მეორე 40%-ს ეძახის მოძალადე მოღალატეს და პირიქით! ასეა ადამიანი მოწყობილი რო თავისი გემოვნება აქვს! მადრიდში დაბადებულ გაზრდილი კაცების ნახევარი რაიო ვალეკონოს გადამკვვდარი გულშემატკივარია ხოდა მიდი და უხსენი იმას რო ქალაქში სადაც რეალი და ატლეტიკოა რა რაიო ვალეკანო აგიტყდაო! ეგ უნდა და შერეცი თუ გინდა! მაგრამ ის სიმპატია სპორტს არ ცდება და როცა დრო მოდის ყველა ერთად ესპსნეთის ნაკრებს უდგას გვერდში. ასეა ამ დდაფეთქებულ პოლიტიკაშიც და ნუ გადადგით ერთმანეთი. ყველანი ქართველები ვართ და არავინ არავისზე ნაკლები პატრიოტი. შევეშვათ ერთმანეთის გემოვნების გამო მტრობას! თითოეული ზიზღის კომენტარი კატასტროფას გვაახლოვებს! გამოვლილი მაინც არ გვქონდეს. ნუ გავხდრბით ყველას დასაცინი ერთმანეთს ჭამენო. საქართველოს და ყველა მის პატრიოტს გაუმარჯოს იმის მიუხედავად რა გემოვნება აქვს!
Zaza
06 დეკემბერი 2024 02:35
5
და რო გავარტყი რუსეთსაც და დასავლეთსაც არა? მეგობრობა, პარტნიორობა კი ბატონო მაგრამ მონობა არცერთის არ მინდა. საინტერესოა ამ 40%\40% რომელში ვჯდები? დავიჯერო იმ დარჩენილ 20%-ში?
ქართველი
06 დეკემბერი 2024 16:00
1
რაიოს რეალს შორის გემოვნება, ან თუნდაც პარტიის შეხედულებებზე სხვა არის და რუსეთის და დასავლეთს შორის გემოვნება სხვა )
dato
06 დეკემბერი 2024 14:43
0
ყველა გამოხმაურება
რა იყო ნერეშმა ვერ გიხსნათ. ეხლა რას იტყვიან მაგასაც კვარას დააბრალებენ.
ლომი
06 დეკემბერი 2024 02:34
1
კონტე უთავმოყვარეო მზეა და აურელიო დე'ლაურენტისი მზეთა მზე. თავი კინოინდუსტრიაში გონია და ჰარდკორ პორნოგრაფიას გვაყურებინებს. ცუდი ის არის რომ ნაპოლის ხერხავენ
oeeeeeeeeeeeeeeee.................
06 დეკემბერი 2024 02:23
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული