"კვარას" გარეშე. "ნაპოლი" თასიდან "ლაციომ" გამოაგდო - ორ დღეში "მატჩ-რევანშია" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლი“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კონტემ სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. უპირტესობას მაპინძლები ფლობდნენ და დაწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც პენალტიდან ძაკანის დარტყმული ბურთი კაპრილემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ კაპრილეს კარი ნოსლინმა თავურით დალაშქრა. 36-ე წუთზე ნერესს გატანა მეკარე მანდასმა არ დაანება, დამატებაზე მცველებს სიმეონემ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. „ნაპოლის“ სიხარული ხანმიკლე აღმოჩნდა, რამეთუ მალე ნოსლინმა დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმის დასასრულს სიმეონემ ნერესის გადაცემა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა
მანდასი.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოსლინმა თავურით გაუტანა კაპრილეს და სტუმრები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. კონტემ 72-ე წუთზე შეცვლაზე დი ლორენცო, პოლიტანო და მაკტომინეი შეუშვა, 78-ეზე ლუკაკუ, 85-ეზე ლობოტკა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. კვარაცხელია კონტემ არ ათამაშა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს ჩაატარებს - სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ლაციოს“ მიიღებს.

რომი. „ოლიმპიკო“
ლაციო - ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ნოსლინი (32), 1:1 სიმეონე (36), 2:1 ნოსლინი (71), 2:0 ნოსლინი (50)
გამოუყენებელი პენალტი: ძაკანი (20, ლაციო)

altკვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? - სათასო მატჩი რომში

მკითხველის კომენტარები / 14 /
ზურა222-ს. აღარ არიან ჩვენი ბიჭები საამაყოებიო ამბობ. საქართველოს მეორე ნახევრისთვის ტალახაძე და გენო აღარ არიან საამაყოები. ხვდები რა უბედურება დამართა ხალხს ფაქტიურად ორმა კაცმა? ასე როგორ შეიძლება ერთმანეთზე გადამტერება გემოვნების გამო. ეხლა არ თქვათ ეს გემოვნება არააო. გემოვნებაა ზუსტად და მეტი არაფერი. ქვეყნის 40% მეორე 40%-ს ეძახის მოძალადე მოღალატეს და პირიქით! ასეა ადამიანი მოწყობილი რო თავისი გემოვნება აქვს! მადრიდში დაბადებულ გაზრდილი კაცების ნახევარი რაიო ვალეკონოს გადამკვვდარი გულშემატკივარია ხოდა მიდი და უხსენი იმას რო ქალაქში სადაც რეალი და ატლეტიკოა რა რაიო ვალეკანო აგიტყდაო! ეგ უნდა და შერეცი თუ გინდა! მაგრამ ის სიმპატია სპორტს არ ცდება და როცა დრო მოდის ყველა ერთად ესპსნეთის ნაკრებს უდგას გვერდში. ასეა ამ დდაფეთქებულ პოლიტიკაშიც და ნუ გადადგით ერთმანეთი. ყველანი ქართველები ვართ და არავინ არავისზე ნაკლები პატრიოტი. შევეშვათ ერთმანეთის გემოვნების გამო მტრობას! თითოეული ზიზღის კომენტარი კატასტროფას გვაახლოვებს! გამოვლილი მაინც არ გვქონდეს. ნუ გავხდრბით ყველას დასაცინი ერთმანეთს ჭამენო. საქართველოს და ყველა მის პატრიოტს გაუმარჯოს იმის მიუხედავად რა გემოვნება აქვს!
Zaza
02:35 06-12-2024
5
ზუსტად ეს მინდოდა, გაბრწყინდა ხო ნერესი და ნაპოლი კვარას გარეშე.
კვარას გარეშე ვერცერთი გუნდი ვერაფერს გააკეთებს, რადგან კვარა გუნდში, განსხვავებას ქმნის!
მალხაზ ჯობავა
09:25 06-12-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული