ქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამ მდგომარეობით, იტალიის ჩემპიონატში ორი ტურის გამოტოვება უნდა მოუწიოს. "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს სერიოზული მისია აქვს - "კვარას" ჩანაცვლება - რაც თავისთავად უკვე შეუსრულებელ ამოცანას ჰგავს. უახლოესი შეხვედრები "უდინეზესა" და "ჯენოასთანაა".

ასე ეუხეშებიან ხვიჩას...

Sportall.Ge

კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებულ უხეშობას ვხედავთ, რაც ამ დონის ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელთან მიმართებაში თითქოს ბუნებრივიც კია. ამის მიუხედავად, ხვიჩა მაქსიმალურად ახერხებს, დაზიანებები აირიდოს, ის ტრავმებისადმი მიდრეკილი ნამდვილად არაა. სამწუხაროდ, ახლა ასე არ გამოვიდა. კარგი ისაა, საქმე მძიმე სიტუაციასთან არ გვაქვს.

ვისით ჩაანაცვლებს ქართველს
ანტონიო კონტე? შესაძლოა, მწვრთნელს ტაქტიკური ცვლილებები დასჭირდეს და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღებს. თუკი გუნდი სეზონის სტარტის 3-მცველიან სტრატეგიას დაუბრუნდება და გარემარბების გარეშე ითამაშებს, მაშინ შესაძლებელია, ჯაკომო რასპადორი ვიხილოთ. მას ანტონიო საერთოდ არ ენდობა და ტრანსფერის ალბათობაც მაღალია. ჯაკომო მწვრთნელს უფრო ლუკაკუს შემცვლელად წარმოუდგენია და ამ საქმეში უპირატესობას სიმეონეს ანიჭებს. 24 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო იტალიის ნაკრებშიც შემცირდა, მას ფაქტობრივად აღარც კი ახსოვს, მინდორზე 90 წუთი ბოლოს როდის გაატარა, ცოტა ხნის წინ თასზე კი საკმაოდ დიდი დრო მიეცა. ამ ფონზე მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა
რამდენად შესაძლებელია, რთული სათქმელია.

"ნაპოლი" "კვარას" შემცვლელის ფიქრშია...

Sportall.Ge

სოციალური ქსელებიდან ასე ჩანს, ხვიჩას სირილ ნგონგესთან ახლო ურთიერთობა აქვს. 24 წლის ბელგიელი გასულ სეზონში რამდენჯერმე მოგვეწონა. ის ეროვნული გუნდის წევრიც გახდა, თუმცა კონტე მას გუნდში ადგილს ვერ უძებნის. ნგონგემ აგვისტოში თასზე სწორედ კვარაცხელიას პოზიციაზე ითამაშა და "პალერმოს" დუბლი შეუსრულა. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ის მშვენიერი იყო და მეტის მოლოდონი არსებობდა. თავიდან ისე ჩანდა, 77-ე ნომრის ალტერნატივად მწვრთნელი სწორედ სირილს მიიჩნევდა, რაც ასე არ მოხდა.

კიდევ უფრო მძიმედაა საქმე ალესიო ძერბინის შემთხვევაში. მას დიდი დრო არასდროს მისცემია და გასული სეზონის მეორე ნახევარში "მონცაშიც" გაანათხოვრეს. ალესიოს რამდენიმე დასამახსოვრებებელი შეხვედრა გვახსოვს, რომლის შემდეგ ქართველებიც და იტალიელებიც კვარაცხელიას რეალური კონკურენტის გამოჩენასა და მისთვის სასტარტოში მოხვედრის გართულებაზე რომ ალაპარაკდებიან, საბოლოოდ კი ეს მოსაზრება სასაცილო უფრო ხდება.

ახლა "კვარას" ჩანაცვლების ყველაზე დიდი შანსი მაინც დავიდ ნერეშს აქვს. 27 წლის შემტევს "ნაპოლის" თავკაცი მხოლოდ მარჯვნივ განიხილავდა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე შესული ბრაზილიელიც შედეგიანი იყო. ამის შემდეგ კონტემ რატომღაც გადაწყვიტა, ნერეში კვარაცხელიას კონკურენტად ჩამოყალიბებულიყო. ისე გამოჩნდა, დავიდი ამ მისიამ უფრო დაძაბა და ნაკლებად აქტიური გახდა. პორტუგალიაში ის შედეგიანი პასებით გამოირჩეოდა და ეს მაჩვენებელი აქ უკვე სამი აქვს. თუკი ნეაპოლელები კვლავ 4-მცველიანი ტაქტიკით იასპარეზებენ, ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი იქნება და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენს.

კადრი ბოლო მატჩიდან

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა "ნაპოლის" კი არა, ნებისმიერ გრანდს გაუჭირდება. აქ საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ჩვენებურს მინდორზე ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია. ქართველის როლი უდიდესია, მოწინააღმდეგეები დაცვით სტრატეგიებს სწორედ მასზე აწყობენ, რაც გუნდს მეტ თავისუფლებას აძლევს; "კვარადონას" მხრიდან გამწვავებას მეტოქეები სახიფათო ზონაში თამაშის წესის დარღვევით ხშირად პასუხობენ, რა დროსაც გუნდი ბურთისა და რიტმის გაკონტროლებას ახერხებს; 77-ე ნომერი დაცვაშიც მუშაობს და შეტევებს ეფექტურად იწყებს. ჩვენ ზოგიერთ მკითხველს კი მიაჩნია, ხვიჩა ისეთი არაა, როგორიც იტალიურ სტარტზე და ქება რა საჭირაოა, მაგრამ უნდა გავარჩიოთ ის დამოკიდებულებები, რაც "უცნობ" კვარაცხელიასა და დღევანდელის მიმართაა, როცა 2-3 ფეხბურთელი მას გაუთავებლად "დასდევს"; უნდა განვასხავოთ გუნდი მაშინ და ახლა (განსაკუთრებით, წინა სეზონში), მწვრთნელების ტაქტიკა და ხედვა, სათამაშო სტილი... რა თქმა უნდა, "კვარამ" სრულფასოვნებასა და ახალ ელემენტებზე მუდმივად უნდა იმუშაოს, სხვანაირად ვარსკვლავად ვერ დარჩები.

აქვე ვთქვათ, რომ ქართულ "ფეისბუქპოსტებსა" და კომენტარებში ხვიჩას ტრავმას რა გამოხმაურებაც მოჰყვა(ჩვენ საიტს არ ვგულისხმობთ), საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ ჯანსაღი არაა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე "ღლიცინი". იუმორიც გვესმის, ბოროტ ადამიანებსაც "ვშიფრავთ" და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცეულსაც, მაგრამ სამწუხაროა, ყველაფერ ამას სხვა ახსნა აქვს, რაზეც ახლა საუბარი საჭირო არაა. ალბერტ კამიუმ "სარჩული და პირი" 22 წლის ასაკში დაწერა. ავტორი (რენე შარის მიხედვით) არც მზეს უარყოფს და არც ჩრდილს. იცის, მზე ზოგჯერ ბნელია!..

altკვარაცხელია ტრავმირებულია - რამდენი ხანი მოუწევს უქმობა?

alt"კვარასთან" ერთად "მანქანა" ვერ შექმნა... თურმე ვცდებოდით... ხვიჩას ცოტა დააკლდა - "ნაპოლის" მარცხის შემდეგ

მკითხველის კომენტარები / 49 /
კვარას შეეშვით მაგდენი სახელი დატოვეთ ევროპაში ნებისმიერმა ქართველმა ესე გაუთქვით სახელი საქართველოს და მერე ამოიღეთ ხმა. სირცხვილი თქვენ ვინც კვარას პატრიოტ კაცად არ მიიჩნევთ
Tete1234
12 დეკემბერი 2024 14:33
6
ესენი მალე ინკვიზიციის ცეცხლს დაანთებენ რუსთაველზე და ყველას ვისაც საღი აზრი შეგვრჩენია და მათ პრიმიტიულ პროპაგანდას: "არ მინდა ჩელიაბინსკში გავიღვიძო" -ს არ ვიზიარებთ, ცეცხლზე დაგვწვავენ. რა ლიბერალური და ევროპული ფასეულობები, რა განსხვავებული აზრის შემწყნარებლობა და ტოლერანტობა. ტიპები ძალიან საშიში, დაუნდობელი რეგვნები არიან.
ჯუანშერი
12 დეკემბერი 2024 12:02
13
კარგი იქნებოდა, ამას პირველ რიგში მთავრობაზე იძახდე, ოპოზიცია ინკვიზიციის კოცონს ანთებსო, ამაზე დიდი სისულელე რა უნდა თქვა, როცა მთავრობას იზოლატორებში ადგილი არ დარჩა. რა თქმა უნდა, აზრის შეუწყნარებლობა ყველასი უნდა დაიგმოს, მაგრამ ჯერ ისენი უნდა დაგმო ვის ხელშიც ძალაუფლებაა.
დურუ
12 დეკემბერი 2024 13:58
18
რა ვიცი იმდენი ყავდათ კვარაზე უკეთესი, თითქმის ყოველი მეორე ფეხბურთელი. თან არ ვარგაო იძახიან და თან 150 მილიონად უნდათ გასხვისება,
Footbol
11 დეკემბერი 2024 13:42
3
საქართველოს ვულოცავთ! მთავარი (უფრო უკანასკნელი არხი) არხის დახურვას! მიყვეს ტვ პირველი, როენა მამიდაა ინგას თამადობით და ფორმულაც!
ეგ ერთი და ხვა მრავალი!
12 დეკემბერი 2024 12:26
24
პარტიებიც ზედ მივაყოლოთ და ეგ არის!
რაღა გვიჭირს
12 დეკემბერი 2024 13:38
9
თუ ასე ძალიან გინდა, შენ მოუსვი ჩრდილო კორეაში, ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. რასაც არ გინდა, არ უყურო, შენი ნებაა, მაგრამ ჯობია უყურო ყველაშ პოზიცია ასე გამოიმუშავო, ნადეჟდა ტვ-ს და პოს-ტვ-ს ვაკუუმიდან ნუ გვესაუბრები!
ქომაგი
12 დეკემბერი 2024 13:37
23
კი მაგრამ ნაპოლში რომ თამაში დაიწყო ხვიჩამ ხომ ნიჭის და ულამაზესი თამაშის ხარჯზე შეგვაყვარა თავი.მერე პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება დაუთმო/ეს ჩემი აზრია/ რის გამოც დაუკლო,მაგრამ ახლა აშკარად მომატებული აქვს.ყველა გვერდში დაუდგეთ ეს ნიჭი ხომ ისევ მასშია და მის გაფლანგვას ღმერთი არ აპატიებს.დიდი შრომით მას შეუძლია ფეხბურთის ისტორიაში მსოფლიო ვარსკვლავად შევიდეს.
ამაშია საქმე
11 დეკემბერი 2024 14:25
4
კვარას სრულყოფილად მანდ ვერავინ შეცვლის.სხვა რაღაცაებია მანდ შესაცვლელი.ოსიმენი უნდა დაბრუნდეს.ლუკაკოსთან ერთად შესაცვლელია პირველ რიგში პოლიტანო.აქ ნერეში უკეთესი მგონია.კვარა ოსიმენი და ნერეში იქნება უძლიერესი შეტევის ხაზი.ანგისა დალობოტკაც ამუხრუჭებენ შეტევებს.ვიღა დარჩა ფაქტიურად აქ არის კვარა ,ბორჯორნო ,ნერეში და არაუშავს დილორენცოს და მაკტონომეის.დანარჩენი უსუსტესები არიან.კვარა რაც მალე დააღწევს თავს მანდაურობას მით უკეთესი მისთვის. წარმატებები კვარას....
ნოდიკო
11 დეკემბერი 2024 12:40
4
ზოგიერთი ბეცის აზრით ხვიჩას წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის 2-3 მცველი ყვითელ ბარათს რომ იკიდებს განსაკუთრებული არ ყოფილა.აბა რას ჰქვია განსაკუთრებული,საკაცით რომ გაიტანენ? იქნებ "ბოდიშიც" მოუხადოთ?
ვა რა დონეა
11 დეკემბერი 2024 12:31
3
იქნება კვარა ეხლა მაინც მიხვდეს რომპოლიტიკა არაა მისი საქმე და სანამ დააბრეხვებს რაღაცას ტვინს ძალა დაატანოს და იფიქროს რა შედეგებიმოყვება იმას ! რა იყოის მისი განცხადება რითაც ფაქტიურად მხარი დაუჭირა რუსთაველზე შეკრებილბ რბოს ? # ან ის არ ახსოვდა რა დღეში ყავდათ ნაცებს ? მაგას თუ არაფერი ესმის მამამისი და მისი ახლობელიასაკიანი ხალხი ხომ არიან უკვე ჭკუადამჯდარი ხალხი და არ უქრით თავში ? რატომ არ ჩაუკაკუნეს თავში და არ უთხრეს--შვილო რას შვრები რას ეჩრები იქ რაც შენი საქმე არააო ! რა თქმა უნდა გაფრენილ სიტყვებს ვეღარ დააბრუნებდნენ უკან მაგრამუნდა გამოსულიყო და ეთქვა ის მაინც რომ ძალადობა ორივე მხრიდან დავგმეო მაგრამ ეგეც არ გააკეთა ანის ეთქვა ვინ ურეკავდა და ემუქრებიდა და ვინებმა აიძულეს ის სუსულელე ეთქვა და აეც ეგ გააკეთა ხოდა ეხლა ორივე მხრიდან რომაბულინგებენ დაჯდეს და უყუროს # ეს სიტყვები აგრეთცე ეკუთვნით იმათ ყველას ვინც გამოხტა და "დაგმო ძალადობა" ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას სათქმელი ! ეს რა თქმა უნდა არ ეხებათ 1-2 მწარე მამანაცოვიჩს რომლებიც ასე აღზარდეს ყოველივე ქართულის ზიზღით და ვეღარ გამოასწორებს ვერაფერი მაგათ #
კახელი
12 დეკემბერი 2024 21:16
47
რადგან დადება უნდა გააკეთოს ხვიჩამ რომ ოპოზიციას მოეწონოს ან ამ რადიკალებს. ცეცხლს მიკიდებ ქვას მესვრი პიროტექნიკას მესვრი ხოდა კეთილი ინებეთ და შეეგუე შედეგებსაც. იმევროპის დედაც რომელიც ვერ ხედავს ამ ყველაფერს. რუსეთის დედაც არ ვარ რუსეთუმე მევარ ქართველუმე. გაუმარჯოს საქართველოს თავისი ტრადიციებით
სკ გარეჯი
12 დეკემბერი 2024 18:38
3
მაგ არაჯანსაღი კომენტარების 99% ფეხბურთის გაგებაში არ არის ფაქტია, მაგრამ რატომ უნდა წერდე ასეთ იდიოტობას ადამიანი ... იმიტომ რომ სოც. ქსელმა მისცა გასაქანი ყველა უვიცს, უზრდელს, ბოროტს, დაბოღმილს, მშიშარას, თვითშეფასების დაბალი დონის მქონეს რომ თავისუფლად ანთხიოს ბოღმა და საკუთარი არასრულფასოვნების განცდა ამით დროებით მაინც შეივსოს.
???
12 დეკემბერი 2024 20:46
2

სიახლეები პოპულარული