გოგა კიკაჩეიშვილს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა

AutoSharing Option
ქართველი არბიტრი, გოგა კიკაჩეიშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს.

2025 წლიდან, აღნიშნულ კატეგორიაში ორი ქართველი მსაჯი იქნება. ფიფას არბიტრი, გიორგი ყრუაშვილი უეფას მსაჯთა პირველ კატეგორიაში 2021 წლის დეკემბრიდან ირიცხება.

33 წლის გოგა კიკაჩეიშვილმა 2024 წელს 9 საერთაშორისო მატჩს მოემსახურა. გოგა კიკაჩეიშვილი ევროპის მასშტაბით ხუთი მსაჯიდან ერთ-ერთია, რომელიც პირველ კატეგორიაში დაწინაურდა.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ, გოგა, წარმატებები.
ქართული გვარები ყველა სფეროში მაგრად უნდა ისმოდეს.
mamuka09ze
10:16 26-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული