2024-ში საკმაოდ ბევრი სპორტული წარმატება იყო, რის გაგრძელებასაც ისევ ველით - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა... ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქართველი ლეგიონერების წარმატება იქნება. საახალწლო დღეებშიც ვხედავთ, NBA-ში გოგა ბითაძე როგორ "დაფრინავს", კალათბურთელებისგან კი მორიგ ევრობასკეტს ვისურვებთ... რაც შეეხება ფეხბურთს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმისგან განკურნების შემდეგ ჯერ "ვალენსიას" გადარჩენა უნდა სცადოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში, "ლივერპულში" ველით; "ნიუკასლის" წევრი ვახტანგ სალია გახდა; ტოპლიგებში ერთი ფეხბურთელი უკვე დაგვემატა და ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმის" მაისურით გაიტანს(ამის პირველი შანსი
2025 წლის პირველ შეხვედრასა და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ მატჩს სერია "ა"-ს თანალიდერი "ნაპოლი" სტუმრად "ფიორენტინასთან" ჩაატარებს - დღეს, 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ახლა საუდის არაბეთში სუპერთასის მატჩებია, სადაც შარშანდელისგან გასსხვავებით, არცერთი ეს გუნდი არ მონაწილეობს. აღნიშნული გარემოება ნეაპოლელებს ლიდერობის განმტკიცების შესაძლებლობასაც აძლევს.
ნეაპოლური გამოცემები ქვემოთ მოცემულ სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობენ. როგორც მოგვიანებით კონტეს პრესკონფერენციიდან გაირკვა, კვარაცხელია და პოლიტანო (განაცხადშიც არ არიან) ვერ ითამაშებენ, ჩვენებურს მუხლის ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და კუნთის გადაღლაც აქვს.
ხვიჩა კვარაცხელია "იებს" უკვე ხუთჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. პირველ შეხვედრაში უგოლო ფრე (0:0) იყო, მეორეში (1:0) ლოსანოს ნაცვლად ქართველი მინდორზე პირველივე ტაიმში შევიდა; ამის შემდეგ ზემოთხსენებული წაგება - "მარადონაზე" რუდი გარსიას გუნდმა სამი გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა. სრულფასოვანი რევანში (3:0) სუპერთასის ნახევარფინალში მაცარის მწვრთნელობისას შედგა, კალცონას დარიგებული გუნდისგან კი იმ "არტემიო ფრანკიზე"(43 147 მაყურებელი), სადაც გუნდებმა ახლა უნდა ითამაშონ, უხვგოლიანი ფრე (2:2) ვიხილეთ. იქ "კვარამ" ფლორენციელების კარი პირველად დალაშქრა. აქვე, ქართველი შემტევის მიმდინარე შედეგს შეგახსენებთ - 5 გოლი, 3 საგოლე პასი.
ანტონიო კონტეს მთავარი დანაკლისი ბონჯორნოა, რომლის სრუფასოვნად შეცვლა ჟესუსს გაუჭირდება. თუკი "ფიორეს" სამეულისთვის ბრძოლა სურს, იქნებ ამისთვის ბოლო შანსიც იყოს.
ჩაკვეტაძემ წელი შედეგიანად დაიწყო...
ამ მატჩამდე (18:00 სთ) საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" "ვენეციას" ესტუმრება. დღევანდელი დღე ქართველებით საკმაოდ დატვირთულია. გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო, თუმცა გუნდს მაინც ვერ უშველა. ჩემპიონშიპის 26-ე ტურში "უოტფორდი" "შეფილდს" (19:00 სთ) დაუხვდება; ორივე ქართველი გუნდი იასპარეზებს საფრანგეთის ლიგა 1-ში - ზურიკო დავითაშვილის (ტემპერატურის გამო არ იქნება) "სენტ ეტიენი" "რეიმსს" (20:00 სთ) უმასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი - "მონპელიეს"(23:59 სთ). ჩვენებური თავდამსხმელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ. ეს შეხვედრა ქართველი ლეგიონერების შაბათს დაასრულებს.
Geo Team: ზივზივაძე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად ხვალ გაემგზავრება