კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი საინტერესო რესპონდენტია. მოგეხსენებათ, ის მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა. ექს-კიპერთან სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ (სრულად ორშაბათს გაეცნობით), ახლა კი, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, იმ მონაკვეთს შემოგთავაზებთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბებს ეხება. მით უმეტეს, ამ თემაზე მათ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნუკრი რევიშვილი:

"ნაპოლისა" და კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების გახანგძლივებას ხელს ფინანსური საკითხები არ უშლის. მამუკა ჯუღელისთვის მნიშვნელოვანია, ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით კლუბს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს და ერთგვარი ბერკეტები მასაც გააჩნდეს. მით უმეტეს, გვაქვს ოსიმენის
შემთხვევა, რომელიც პსჟ-ში 150 მილიონ ევროდ არ გაუშვეს...

ჯუღელს გათავისებული აქვს სირთულეები და გამოწვევები, ამიტომ შესაბამისად მოქმედებს. ვინც საუბრობს, რომ საქმე მხოლოდ ხელფასის შეუთანხმებლობასთან გვაქვს, ცდება...

სატრანსფერო ფანჯრის დროს "კვარას" წასვლაზე სულ იწერება, აქტიურობს რომანოც, ვინც პოპულარულობით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, ამ საუბრებმა ნეაპოლელი გულშემატკივრების უმრავლესობა გააბრაზოს.

დიდი სურვილი მაქვს, კვარაცხელიამ პრემიერლიგაში ითამაშოს. მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედში" გამიხარდებოდა. ბოლო წლებში მათ კრიზისი აქვთ და თუკი ამას ახალი "შვიდიანით", კვარაცხელიათი დაძლევენ, ძალიან სასიამოვნო იქნება... რა თქმა უნდა, თავისი დიდი მიზნები პსჟ-საც გააჩნია და ხვიჩა მათთან ერთად ნანატრ ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, "ოქროს ბურთზე" ბრძოლისთვისაც სერიოზული ამბიციები გაუჩნდება.

საბოლოოდ, გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება, თუ სად სურს მას ყველაზე მეტად, სად ექნება უფრო დიდი სპორტული მოტივაცია. "კვარასთვის" ფინანსური საკითხები გადამწყვეტი ვერ იქნება.

მოგეხსენებათ, ევროპულ ბაზარზე ზამთარში ტრანსფერები რთულად კეთდება, ამიტომ ეს ამბები ზაფხულში უფროა მოსალოდნელი. წარმოუდგენელი მგონია, კვარაცხელია წინასწარ "დაიბევონ" და ტრანსფერი მოგვიანებით განხორციელდეს."

altხვიჩას ნეაპოლთან ღრმა კავშირი არ დაუმყარებია... კლუბმა სხვა ტალანტი შეიძინოს - Azzurro Napoli

alt"თავიდან ხვიჩას წასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახლა კი.." - კონტემ დე ლაურენტისი გააფრთხილა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაფრით კარგია,ხვიჩა კვარაცხელიასთვის,წასვლა,ტოპ სენტ-ჟეღმენ-პაღიში,სანახაობრივიდ ლიგა1 ,სერია ა-ზე სუსტია,მაგრამ,უახლოეს თვეში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშებია,ჰა,ბურთი და მოედანი,ქართველო,და მერე ,გინდა რეალი,გინდა,ბარსა გინდა მანჩესტერის ორივე გუნდი -ლივერპულიანად,შეიძლება დე ლაურენტისი "ვირზე შეჯდეს",მომჭეირნე ბიზნესმენია,ბოლომდე მიაწექით ქართველებო,ღირსეულად გადასვლამდე.და კიდევ,თუ გადავა,77 დაიტოვოს ხვიჩამ,სასურველია,იმიტომ რომ კვარაცხელია-77ბრენდია!
ზ.მ. მანჩესტერი
12:44 12-01-2025
0
არც პსჟ მომწონს და არც ფრანგული მთავარი ლიგა და საერთოდ ვფიქრობ, რომ ევროპული 5 ტოპ ლიგიდან ეს ლიგა ყველაზე სუსტია, მაგრამ ერთი ხიბლი კი აქვს ამ ლიგას ხვიჩასთვის, კერძოდ, ჩემპიონთა ლიგა გარანტირებული ექნება მანამ სანამ იქ იქნება!!!რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" იგი ჩემი უსაყვარლესი გუნდია, მაგრამ ძალიან გაუგრძელდა ღრმა კრიზისი და ღმერთმა იცის როდის დაუბრუნდება ელიტას!!! ამის გამო თუ კვარა იქ წავა შეიძლება ლიგაზე თამაშები დაუგვიანდეს!!! და საერთოდ ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო ესპანური ან ისევ იტალიური ლიგები იქნება, კეძოდ რეალი, ბარსელონა, ინტერი!!! სიტუაციიდან გამომდინარე კი ვფიქრობ. რომ არ გაცდეს, ტრამლინად, ისევ " პსჟ" აჯობებს!!!
გიორგი
11:36 12-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული