ფუტსალი | საქართველო 6:1 ბულგარეთი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბულგარეთის ნაკრები დიდი ანგარიშით დაამარცხა - 6:1.

ჩვენმა გუდმა პირველი ტაიმი ჯვარაშვილის დუბლით და ჩიმაკაძის და გაბრიჩიძის გოლებით მოიგო. პირველ ნახევარში მოპოვებული უპირატესობა მეორე ტაიმში სადებიუტო სანაკრებო გოლებით ნიკა ხარატიშვილმა და ნაკრების მეკარემ, ბექა ტყემალაძემ გაზარდეს.

სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 4 თებერვალს, კვლავ ბულგარეთის წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული