17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის მზადების ფარგლებში შეკრებას იმყოფება. სალომე ხუბულურის გუნდი, 20 ფეხბურთელის შემადგენლობით, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ემზადება.

10 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ათენში გაემგზავრება, სადაც საბერძნეთის ასაკობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩები 11 და 13 თებერვალს ჩატარდება და თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის
გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს. 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო)

დაცვა: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ლიზი კავსაძე (ნორჩები), სოფო ხაჟალია (ნორჩები), ნინი ვეკუა (ნორჩები)

ნახევარდაცვა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ანანო ჯოჯუა (კოლხეთი ხობი), თაკო ბულია (რაჭა), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი), სოფო ბერულავა (ნორჩი დინამო), მარიამ გასანოვა (კვარტალი)

თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), ანი დავითულიანი (სამეგრელო)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული