ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.

"კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს", - უპასუხა შევჩენკომ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ომის დაყწებიდან 3 თვე ლონდონში რომ იმალებოდა ეს ის შევჩენკო არაა? ეს და გონჩარენკო რატომ არ მიყავთ ფრონტზე?
Musenbezi
02:41 12-02-2025
21
აქ გამოჩნდა ერთი რამ, რომ კალაძემ ძალიან ძალიან აწყენინა მას. მოკლედ არაუშავს!! კალა ვიცით ვინცაა!! ბიძინას ერთ-ერთი მსახურია!
ექვთიმე ბიძინა თაყაიშვილი
02:40 12-02-2025
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული