ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.

"კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს", - უპასუხა შევჩენკომ.

ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 42 /
კალაძისგან განსხვავებით შევჩენკო კაცია, საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. კალაძეს რაც შეეხება, მისი ადგილი ციხეშია და თან ძალიან დიდიხნით ჩაჯდება, როგორც კი ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება. ეს არ არის ჩემგან შურისძიების სურვილი, რეალობაა, რადგან კრიმინალური დაჯგუფებების შექმნიდან დაწყებული უამრავი მოპარული ფულით დამთავრებული ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომლის დამტკიცება არ იქნება ძალიან რთული!
დავით
20:16 11-02-2025
86
როგორც ფეხბურთელი დიდებული,როგორც ადამიანი,ჩვეულებრივი ხახოლი.
ქომაგი
19:16 11-02-2025
44

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული