გაგუასა და ოგბაიძის სატრანსფერო პერსპექტივები - ინტერვიუ მენეჯერ სანდრო ჩხაიძესთან

AutoSharing Option
სულ ცოტა ხნის წინ შალვა ოგბაიძე ჰოლანდიური "დენ ბოსხიდან" გერმანული "ჰერტას" მეორე გუნდში გადავიდა. ეს ტრანსფერი Baller Management-მა განახორციელა, რომელიც ალექს გოშაძემ და სანდრო ჩხაიძემ დააარსეს. "ლელო" სანდრო ჩხაიძეს ესაუბრა.

გთავაზობთ სტატიიდან რამდენიმე მონაკვეთს

გიორგი გაგუას პროგრესი "ისტრაში" აშკარაა, მაგრამ, ვფიქრობთ, მისი ბოლო გაჩერება ეს ხორვატული კლუბი ნამდვილად არ იქნება...

- გიორგი გაგუამ ძალიან შეაყვარა თავი ქართველ გულშემატკივარს. თუნდაც, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისია. მიმაჩნია, რომ ესპანური "ალავესის" მეორე გუნდი არ იყო ის ასპარეზი, რომელიც მას შეეფერებოდა. ცხადია,
გვინდა, რომ თუნდაც ზაფხულში გაგუა გადავიდეს უკეთეს გუნდში.

სხვათა შორის, იყო ვარიანტი კარგი ჩემპიონატიდან, კარგი კლუბიდან, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ "ისტრაზე". ხორვატიას აქვს ძლიერი ლიგა. როცა ეთამაშები ზაგრების "დინამოს", "ჰაიდუკს" და "რიეკას", ეს დიდი შანსია.

სრულად სანახავად გადადით ლინკზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული