რამაზე შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისი "ტორპედო" "სამტრედიას" შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ პენალტით გახსნა. 90-ე წუთზე კი ბექა ტუღუშმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შესაბამისად "ტორპედომ" მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე მეოთხედფინალში გავიდნენ: თბილისის "დინამო", "შევარდენი" და "ნორჩი დინამო".
გაუშვით სამტრედიას ექვსივე ახალწვეული მის მომყვან მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტთან ერთად. მოიყვანეთ სოსიაშვილი მაინც.
სამტრედიაში ხელოვნურად კლავენ ფეხბურთს,რადგან თავმოყვარე ხალხი ასე არ მოექცეოდა ამ ქალაქს.კლუბს საერთოდ არანაირი სისტემა და ხედვა არა აქვს,დარბიან თავმოჭრილი ქათმებივით და ამას ეწოდება მწვრთნელის დავალება და გეგმა? რა ქნან ამ ბიჭებმაც,ხელფასები აქვთ ასაღები და ოჯახები სარჩენი, მწვრთნელთან ურჩობა კი ძვირი ჯდება.