"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მე-2 მეოთხედფინალში ეროვნულ ლიგა ერთში მე-3 ადგილზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მესამელიგის ლიდერ "შევარდენს" ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო.

მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში ქუთაისელმა სტუმრებმა მე-9 წუთზე, ლევან კუტალიას ზუსტი თავურით გახსნეს.

მე-2 ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, "შევარდენმა" მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და გიორგი მაღალდაძემ ანგარიში გაათანაბრა.

"ტორპედოს" 1/2-ფინალის საგზური ბექა ტუღუშმა მოუტანა, რომელმაც 90-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გაისროლა და ეგფექტური გოლი გაიტანა.

საქართველოს თასის ნახევარფინალში ასევე გასულია "იმერეთი", რომელმაც "ნორჩი დინამო" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
დარჩენილი 2 ნახევარფინალისტი ხვალ, "ჩიხურა"-"დილასა" და "რუსთავი"-თბილისის "დინამოს" წყვილებში გამოვლინდება.

შევარდენი-ტორპედო 1:2
შევარდენი
:  ბექა შეყრილაძე, ლაშა ჭელიძე, გიორგი ჩიკვაიძე, საბა მაისურაძე,  ირაკლი მაღრაძე, დავით ოდიკაძე, დაჩი ფოფხაძე, გიორგი მაღალდაძე, მიხეილ კობერიძე, ომარ ბულუხაძე
მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე
ტორპედო: მაქსიმე ქვილითაია, ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, გიორგი კუხიანიძე, გუგა ფალავანდიშვილი, ვლადიმირ კორობკა, ლევან კუტალია, გიორგი ქიმაძე, გიორგი ბერიაშვილი, ბექა ტუღუში
მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
გოლები: 0:1 ლევან კუტალია 9, 1:1 გიორგი მაღალდაძე 50, 1:2 ბექა ტუღუში 90
მკითხველის კომენტარები / 1 /
იცით რა მიკვირს, ტორპედო გუშინ ტუღუშმა გადაარჩინა დიდ სირცხვილს მესამე ლიგის გუნდთან და გოლის მერე ჩხეტო-ჩხეტოს რატომ იძახოდენ ვიღაცეები ტრიბუნიდან? მისი დამსახურება ნოლი იყო. გუნდი ჯახირობდა, უბრალოდ ტუღუშს გაუმართლა. მერე ჩხეტიანი აქებდა იმათ და მადლობას უხდიდა.იმიომ ხომ არა , მამალი ამკობს გუგულსა, გუგული ამკობს მამალსო და ამით ერთმანეთს ორივე უხდიან სესხს და ვალსაო?
Mate
14:11 13-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული