11:10 14-09-2017
რუსთავი-დინამო (თბ) 0:0 (პენ. 0:3) - რევიშვილის საოცრებანი [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლები დიდი ენთუზიაზმით თამაშობდნენ, ხოლო თბილისელებს ეტყობოდათ, რომ ძალების დაზოგვით სურდათ დაბალლიგელთან გამარჯვება, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.
თავიდან, რუსთაველებმა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს: ჯერ თორნიკე კირკიტაძემ მწვავედ შეასრულა ჯარიმა, 21-ე წუთზე კი სტუმრებმა საჯარიმოში ზაზა ციცქიშვილი დატოვეს უმეთვალყურეოდ, რომლის სახიფათო დარტყმაც ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.
მერე თბილისელებიც გამოფხიზლდნენ. ლაშა ქოჩლაძის ჯარიმა მეკარე მიხეილ ალავიძემ კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმიც ორმხრივ იერიშებში წარიმართა. "რუსთავმა" ძალიან კარგად დაიწყო და კვლავ მწვავედ შეუტია: ორჯერ სახიფათოდ "გაისროლა" ირაკლი გოგინაშვილმა, მაგრამ პირველ ეპიზოდში საიმედო იყო რევიშვილი, ხოლო მერე რუსთაველმა მიზანს ააცილა.
ასევე სახიფათო გამოდგა გიორგი გაფრინდაშვილის შეტევა 74-ე წუთზე, როცა ის მცველებში ეფექტურად გაძვრა და მახვილი კუთხიდან "ცხრიანს" დაუმიზნა, მაგრამ რევიშვილი შეუდარებელი იყო - გამოცდილმა მეკარემ სტუმრები ამჯერად გოლისგან იხსნა.
თბილისელები 87-ე წუთზეც ანერვიულდნენ, როცა მათ საჯარიმოსთან დანიშნული "სტანდარტის" შესასრულებლად ბურთთან დათა სიჭინავა მივიდა. ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი ასეთ ჯარიმებს პენალტივით ასრულებს, მაგრამ... ამჯერად მიზანმა უმტყუნა.
ცხადია, დინამოელები არ გაჩერებულან და ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. ბექა მიქელთაძის შეტევისას ბურთი ალავიძემ მოიგერია. 58-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ სახიფათო პოზიციაზე გაიყვანა ენვერ ლილუაშვილი, რომელმაც მცველებს დაასწრო და კარის წინ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ იხეირა. ძირითადი დროის მიწურულს კი ლევან გეგეჭკორის გადაცემას ახლოდან გიორგი კუცია აგვირგვინებდა - დინამოელს სიზუსტე დააკლდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
თამაშის ამ ნაწილში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, რადგან წაგების შიშით ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა. მხოლოდ მიქელთაძისა და გაფრინდაშვილის მომენტების აღნიშვნა იკმარებს. დინამოელს ისევ დააკლდა სიზუსტე, ხოლო რუსთაველთა მცველის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა.
საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, სადაც რევიშვილმა საოცრება ჩაიდინა: მან ზედიზედ 3(!) 11-მეტრიანი მოიგერია, თბილისელებმა კი პირველი 3 დარტყმა ზუსტად შეასრულეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
13.09. რუსთავი. "ფოლადი"
რუსთავი-დინამო (თბ) 0:0 (პენ. 0:3)
პენალტების სერია: თოთაძე 0:1, კილაძე 0:1 (მეკარე), გეგეჭკორი 0:2, ციცქიშვილი 0:2 (მეკარე), შულაია 0:3, ცაცკრიალაშვილი 0:3 (მეკარე)
რუსთავი: ალავიძე, აფაქიძე (100. კილაძე), გუჯაბიძე, ბრაჭული, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ციცქიშვილი, კირკიტაძე (82. ცაცკრიალაშვილი), სამხარაძე, გოგინაშვილი (68. სიჭინავა), მეტრეველი.
სათადარიგოები: მერლანი, მინდორაშვილი, გ. კილასონია, ქათამაძე
დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ნინუა, ქარდავა, შულაია, ქოჩლაძე (56. კუცია), მიქელთაძე, კოვტალიუკი (46. ლილუაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, მიშჩენკო, ერგემლიძე, ხარაბაძე, ბ. ქავთარაძე
გაფრთხილებები: ვასაძე (54), აფაქიძე (99), სიჭინავა (112)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
რევიშვილის მიერ ხართ ყურით მითრეული ნახევარფინალამდის.