შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგთავაზებთ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივის მიხედვით, უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც თასის ფინალი თბილისს გარეთ, რეგიონში ტარდება - გორამდე მსგავსი პატივი ქუთაისსა და ზესტაფონს ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით