სოსო ფრუიძე: ტორპედომ დიდი ემოცია შეალია დინამოსთან მატჩს

AutoSharing Option
გორში, თასის ფინალში გამარჯვებით გაიხარა თითოეულმა საჩხერელმა, გუნდთან ერთად გაიზიარა სიხარული მავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ:

"პირველ ყოვლისა, მინდა ქუთაისის "ტორპედოს" საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა მივულოცო, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოიპოვა ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ დამსახურებულად.

რაც შეეხება თასის ფინალს, ვფიქრობ, რომ მოტივირებულები ჩვენ უფრო ვიყავით. ჩანს, ქუთაისელებმა დიდი ძალა და ემოცია შეალიეს საჩემპიონო მატჩს თბილისის "დინამოსთან".

ამასთან, რასაკვირელია ჩვენმა მეკარემ დინო ჰამზიჩმა დიდი როლი ითამაშა "ჩიხურას" გამარჯვებაში მის მიერ მოგერიებული ორი პენალტით.

ოღონდ აქვე ცხადია მადლობელი ვარ ჩვენი ფეხბურთელების, რადგან დღევანდელ
შეხვედრაში მათ ყველაფერი გააკეთეს წარმატებისათვის და ეს გამარჯვება თითოეული ჩვენთაგანის დამსახურებაა".

LELO.GE
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთადერთი გუნდია ჩიხურა, რომელიც ევროთასებზე შედარებით ღირსეულად გამოდის
Sako
21:42 03-12-2017
1
მოაცილეთ რა ეს ჩარჩენილი მწვრთნელები საქართველოს...რა დროის ფრუიძეა?!წადი ბაბუ ტ...ყეში!
Grisha
13:18 03-12-2017
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული