საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
11 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან - ათმა, ეროვნული ლიგა 2-დან - რვამ, ლიგა 3-დან და რეგიონული ლიგიდან კი, შვიდ-შვიდმა გუნდმა მიიღო. 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. 

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების კალენდარი იხილეთ - ბმულზე.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული