საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: "ლოკომოტივი" და "სპაერი" შემდეგ ეტაპზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
17 აპრილს საქართველოს თასის კიდევ ორი 1/16-ფინალური მატჩი გაიმართა.

"ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ჩიხურას" და მეოთხედფინალში გავიდა.

გუნდები შეხვედრას სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფნი შეხვდნენ, "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში ჩემპიონი "საბურთალო" დაამარცხა, ხოლო "ლოკომოტივმა" ზედიზედ ბოლო 5 მატჩი წააგო.

ვერ ვიტყვით, რომ საინტერესო და ლამაზი თამაში იყო. მომენტები თითქმის არ შექმნილა და მასპინძლებმა გამარჯვება პენალტით მოიპოვეს. კომპენსირებულ დროში ჭანტურიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში კამლაძეს ხელზე მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი შონიამ გამოიყენა.

"ლოკომ" ახალი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის
ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა მოიგო.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ჩიხურა 1:0
გოლი: შონია (90+1, პენ)


დღესვე თბილისის "სპაერმა" სტუმრად ფოთის "კოლხეთს" 5:1 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული