This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
23 ოქტომბერს საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.
საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე "გარეჯმა" თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში "გარეჯის" ფეხბურთელმა მე-13 წუთზე გახსნა. "ლოკომ" გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა და მალევე დაწინაურდა კიდეც, თუმცა მატჩის 62-ე წუთზე "გარეჯმა" გაათანაბრა.
67-ე წუთზე წინ "ლოკო" გავიდა, პენალტი ზუსტად თეიმურაზ შონიამ შეასრულა.
საგარეჯო. არსენ მეკოკიშვილი
გარეჯი-ლოკომოტივი 2:3
გოლები: 1:0 ილია გუჯარაიძე (13), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (57), 1:2 ნიკა ჭანტურია (59), 2:2 საბა თავაძე (62), 2:3 თეიმურაზ შონია (პენ. 67)
გარეჯი: მინდია ბობღიაშვილი (C), ლერი ხოხონიშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, თემურ ბექაური, ნოდარ ბარამიძე, ილია გუჯარაიძე, გიორგი მელქაძე, ნიკა კუჭუაშვილი, ნიკა ნოზაძე, ბესიკ ჩიმაკაძე, ვახტანგ კაპანაძე
მთ. მწვრთნელი: დავით მაისურაძე
ლოკომოტივი: დემეტრე ბულისკერია, ნიკა ჭანტურია, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, დავით კირკიტაძე, ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (C)
მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე