კახა ჩხეტიანი: გერმანელებს სურთ, "ტორპედო" შეიძინონ - მალე თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ვულოცავ "საბურთალოს" ფინალში დამსახურებულად გასვლას. ჩემს ფეხბურთელებს კი მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა - ვალდებულები ვართ, გამოვიდეთ, ვითამაშოთ...

ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე: "ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატს ბოლომდე მიიყვანენ. გვაქვს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი და ამისთვის ვიბრძოლებთ. დარჩენილ მატჩებს მთავარი გუნდი ჩაატარებს, მანამდე კი იმედი მაქვს, ბევრი რამ გაირკვევა და თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!"

ფეხბურთელები ამ ყველაფერს ქალაქისა და გულშემატკივრისთვის აკეთებენ. მე მათ
გვერდით ვიქნები ბოლომდე, ისინი - კლუბის გვერდით და ერთად გავაგრძელებთ იმის შენებას, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ერთი ოჯახივით ვიყავით, ვართ და სანამ ერთად ვართ, ასეც იქნება!"

გერმანულ ინვესტიციაზე: "გუშინ პირადად მე მქონდა მათთან შეხვედრა. "ტორპედოსადმი" გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ხვალ უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ, "ტორპედო" მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით... ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ..."

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
ის 3 მილიონი გაქრა და ამაზე პასუხს არავინ აგებს
bajo
24 ოქტომბერი 2019 12:44
0
ak cavikitxe tvini gaburget cucunito, chven dgechi kopila turme bevri gundi, vinaa chvennair dgechi, gundi tavis kalakchi ragbis stadionze tbilisis ragbis pederaciam ar cheuchva, torpedom kvela tamachi gasvlaze chaatara, pegburtelebi 5 tvechi ertxel gebuloben xelpass, ert sezonchi 2 gundi dagvechala, chvennair dgechia meore ligis gundebi , me aravis cheuracxopas ar vakeneb magram es torpedoa, didi istoriis mkone gundi da kutaisi sididit meore kalaki kvekanachi, erti gundi gvkavs sxva kalakebtan gansxvavebit, da torpedo sul umagles ligachi tamachobda ssrks drosac bevrjer utamachia umagleschi, da memgoni kutaisi imsaxurebs ro erti gundit vikot carmodgenili eligachi.
KUTAISELI
24 ოქტომბერი 2019 14:15
2
torpedo mtelinsamtrefia shentanaa da ggulshematkivrobs rogorc sakutar gunds.imedia kvelaperi cudi dasruldeba da axal sezonshi isev dzvel dzlier torpefos vixilavt
samtredielebi
24 ოქტომბერი 2019 13:47
1
ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გადასცეთ აინტრახტს,ჩაჩავებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში,აბა თქვენ იცით,გერმანელები რად გვინდა,სერიოზულად კი,იმათმა თავისი პირობები თქვეს,ახლა დიპლომატიის ამბავია,ეგებ ისეთი პირობები მოვითხოვოთ,რომ მათთვის მისაღები იყოს და დაისვენებს ხალხი,სტადიონსაც მიჰხედავენ ბაზასეც და გუნდსაც.
გოჩა
30 ოქტომბერი 2019 21:29
0
არ არიან ეგენი გერმანელები არა!. საიდან მოიტანეთ.
უზბეკი ტიპია, რომელსაც აინტრახის აქციების მცირე ნაწილი აქვს.
საიდან იგონებთ, აინტრახტი კი არ შემოდის ტორპედოში, ამ უზბეკს აქვს რაღაც ინტრესი. ჯერ კაცმა არ იცის რა და როგორი ინტერესი აქვს ამ უზბეკს და რა უნდა, რამდენად სერიოზულია. თუ ჩაჩავასავით რაღაცეების ხელში გადებაზე ოცნებობს?
ჯერი
01 ნოემბერი 2019 13:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული