კახა ჩხეტიანი: გერმანელებს სურთ, "ტორპედო" შეიძინონ - მალე თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!

AutoSharing Option
"საბურთალოსთან" საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ვულოცავ "საბურთალოს" ფინალში დამსახურებულად გასვლას. ჩემს ფეხბურთელებს კი მადლობას ვუხდი ბრძოლისთვის. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა - ვალდებულები ვართ, გამოვიდეთ, ვითამაშოთ...

ფეხბურთელების გადაწყვეტილებაზე: "ფეხბურთელებმა ერთმანეთში ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონატს ბოლომდე მიიყვანენ. გვაქვს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი და ამისთვის ვიბრძოლებთ. დარჩენილ მატჩებს მთავარი გუნდი ჩაატარებს, მანამდე კი იმედი მაქვს, ბევრი რამ გაირკვევა და თქვენც დაისვენებთ და - ჩვენც!"

ფეხბურთელები ამ ყველაფერს ქალაქისა და გულშემატკივრისთვის აკეთებენ. მე მათ
გვერდით ვიქნები ბოლომდე, ისინი - კლუბის გვერდით და ერთად გავაგრძელებთ იმის შენებას, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ერთი ოჯახივით ვიყავით, ვართ და სანამ ერთად ვართ, ასეც იქნება!"

გერმანულ ინვესტიციაზე: "გუშინ პირადად მე მქონდა მათთან შეხვედრა. "ტორპედოსადმი" გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ხვალ უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ, "ტორპედო" მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით... ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს და ხვალ რა იქნება, ვნახოთ..."

მომზადებულია "ტორპედოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 16 /
მთელი გულით გგულშემატკივრობთ მაგრამ ცოტა ტვინი გაბურღეთ წუწუნით. თქვენს დღეშია სხვა ბევრი გუნდი მაგრამ ასე არავინ წუწუნებს. და საერთოდ, ამდენი ფული სად გაიფლანგა, აღძარით სისხლის სამართლის საქმე და დაიჭირეთ დასაჭერი ვინც არის.
giorgi
24 ოქტომბერი 2019 10:50
12
გგულშემატკივრობთ ბათუმიდან ....
Tornike
24 ოქტომბერი 2019 10:18
0
MIDI CHXETO CHENI IMEDI GVAK MTEL KUTAISS, TORPEDOS COCXALI LEGENDA XAR,
ქუთაისელი
24 ოქტომბერი 2019 08:37
0
ღმერთმა გისმინოს!
emigranti
24 ოქტომბერი 2019 02:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული