საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალო" გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული თბილისის "საბურთალო" გახდა, რომელმაც გორში გამართულ ფინალში თანაქალაქელი "ლოკომოტივი" დაამარცხა - 3:1.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა - მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. პირველივე ტაიმში ანგარიშში სხვაობა ორამდე გიორგი გაბედავამ გაზარდა და თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ პენალტის ნიშნულიდან ჩამორჩენა შეამცირა და 52-ე წუთზე ანგარიში 2:1 გახდა. დარჩენილ დროში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და მატჩში წერტილი ლევან კაკუბავამ დასვა, რომელმაც 89-ე წუთზე "საბურთალოს" მე-3
გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

თბილისის "საბურთალომ" კლუბის ისტორიის მანძილზე პირველად მოიგო საქართველოს თასი. თბილისელებისთვის აღნიშნული ტიტული მეორეა, მოგეხსენებათ, შარშან "საბურთალო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.


გორი, თენგიზ ბურჯანაძე

"საბურთალო" - "ლოკომოტივი" 3:1

გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე(12), 2:0 გიორგი გაბედავა (19), 2:1 ირაკლი სიხარულიძე (52, პენ), 3:1 ლევან კაკუბავა (89)


"საბურთალო": ლაზარე კუპატაძე, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე(ლაშა კოხრეიძე, 67), გიორგი გაბედავა, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, ლევან კაკუბავა, სანდრო ალთუნაშვილი, იური ტაბატაძე(დაჩი ცნობილაძე 86), თორნიკე გორგიაშვილი(ლევან ყენია, 61)

"ლოკომოტივი": დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკოლოზ ჭანტურია, დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, დავით კირკიტაძე(ლაშა გვალია, 78), ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე, თორნიკე კირკიტაძე(რევაზ ინჯგია, 30), ბექა დარცმელია(დავით ჯიქია, 82), დავით უბილავა


მკითხველის კომენტარები / 9 /
არარატი ულოცავს საბურთალოს და იმედი აქ კიდევ შეხვდებიან უეფაზე,,ხეჩოიან პოგოსიან,არარატი
jiji
22:18 08-12-2019
6
სომხებზე გაყიდებულები, უკანასკნელი მოგება ყოფილიყო თქვენთვის
გია
21:41 08-12-2019
7

სიახლეები პოპულარული