ბათუმის "დინამო" თასიდანაც გამოვარდა - გეგუჩაძე გადადგა?

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმის "დინამო" 0:1 დამარცხდა ეროვნული ლიგა 1-ის "გაგრასთან". ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე საკუთარ კარში ზღვისპირული გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა ობაობონამ გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, აქამდე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ შევას "ჰაპოელთან" 0:3, ხოლო ევროვნულ ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამოსთან" 1:3 წააგო.

რა თქმა უნდა, გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან. ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით მწვრთნელი გია გეგუჩაძე გადადგა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
ფლამარიონი რამ გააშვებინათ გუნდიდან. ეგ და გელა ნუგზარაშვილი ყველაზე საიმედოები იყვნენ..
გენა
19 სექტემბერი 2020 21:00
9
ყოველ წელს ახალი სისხლი და ახალი მწვრთნელი ბოლოს გამოდის უფრო სირობა ვიდრე წინა წელს! თუ მწვრთნელის ბრალია და უშვებთ, მაშინ ადექით და უკეთესი მოიყვანეთ! მომთაბარეებივით რო დადიან ამ კლუბიდან იმ კლუბში ქართველი მწვრთნელები!
ბასკი
19 სექტემბერი 2020 20:30
2
აქ თუ ვერ დადო შედეგი სხვა გუნდს რო მიყავს იქ რატო უნდა ქონდეს შედეგი თუ შედეგი საჭირო აღარ არი
ბასკის
19 სექტემბერი 2020 20:52
1
ალექს გარსია მოძებნეთ და ჩამოიყვანეთ,ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია
ბათუმის ფანი
19 სექტემბერი 2020 20:12
5
ალექს გარსია ლა მასიაში დაინიშნა ისევ ბარსას აკადემიაში
barca
19 სექტემბერი 2020 20:49
0
მაშინაც როცა გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოდა ვიძახდი გეგუჩაძის ხელში მომავალი არ გვაქვს მეთქი,კინაღამ გამგუდეს მაშინ დისლაიქებით))) ბათუმს ემოციური მწვრთნელი ჭირდება და არა ეს მკვდარი გეგუჩაძე
ბათუმის ფანი
19 სექტემბერი 2020 20:11
6
ე ბიჭო ბერიძეს იქნებ ურჩიოთ, თუ მართლა რასაც იძახის ევროპაზე უნდა რეგულარულად თამაში, მოიყვანოს ვინმე ესპანელი ან საერთოდ უკეთესი გერმანელი ახალგაზრდა მწვრთნელი და ამ შემადგენლობით მაგარ გუნდს დააყენებს ერთი ორ ჯოვისნაირს დაიმატებს და მეტი კი არ უნდა კარგ ევროპულ გუნდს თან სტადიონიც სასწაული აშენდა თან მაგარი ფანობა! იფ იფ უკვე რო წარმოვიდგინე რა სანახაობა იქნება!...
გულშემატკივარი
19 სექტემბერი 2020 19:37
1
მწვრთნელის გადაყენება, წასვლა, გაშვება არის იდიოტიზმი. ნუ ერჩით მაგ კაცს. მოხდა და ჩაჭრა გოლი ლეგიონერმა, ვერ მოერიეთ გასვლაზე 1-ლ ლიგელს, არც იქ არიან სუსტები და პატივი ეცით მათ მონდომებას.
გეგუჩ დარჩი, პროფესიონალი მოწუწუნეების და ჭორიკნების მსხვეპრლი ნუ იქნები.
jango
19 სექტემბერი 2020 19:37
28
წესით უნდა გადადგეს.ამ კაცს აშკარად შემოქმედებითი კრიზისი აქვს ბოლო წლებში.ახალგაზრდული ნაკრებიდან მოყოლებული უფრო და უფრო აუარესებს შედეგებს.თითქოს გაშიფრულია და ყველამ იცის რასაც ითამაშებს.ერთწლიანი პაუზა შესვენება არ აწყენდა.ევროპა ლიგაზე უშანსოდ წააგო,დინამოსთან,მთავარ კონკურენტთან უშანსოდ წააგო და ახლა თასზე მეორე ლიგელთან უშანსოდ წააგო.ასე უშანსოდ არ უნდა აგებდეს ზედიზედ სამ პრინციპულ თამაშს დიდი ამბიციების კლუბი.ახალი მწვრთნელი და ახალი სისხლი სჭირდება ბათუმს.
master
19 სექტემბერი 2020 19:32
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული