ბათუმის "დინამო" თასიდანაც გამოვარდა - გეგუჩაძე გადადგა?

AutoSharing Option
საქართველოს თასის 1/8 ფინალში ბათუმის "დინამო" 0:1 დამარცხდა ეროვნული ლიგა 1-ის "გაგრასთან". ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე საკუთარ კარში ზღვისპირული გუნდის ნიგერიელმა ლეგიონერმა ობაობონამ გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, აქამდე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ შევას "ჰაპოელთან" 0:3, ხოლო ევროვნულ ლიგის მე-11 ტურში თბილისის "დინამოსთან" 1:3 წააგო.

რა თქმა უნდა, გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან. ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით მწვრთნელი გია გეგუჩაძე გადადგა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
დიდი შეცდომა იქნება გეგუ გაშვება
fanat
08:29 21-09-2020
2
სამი მნიშვნელოვანი თამაშის წაგება,მართლაც მძიმე დარტყმაა,მაგრამ გეგუჩაძის წასვლა,მაინც დიდი შეცდომა იქნება.საკმაოდ მოკლე ჩემპიონატია და მიმდინარეობისას მწვრთნელის შეცვლა,თავისი გარდაუვალი დანაკარგებით,ბათუმს,სამეულის მიღმა დაარჩენს.ლოკომოტივმა ისეთი თამაში დაიწყო,თუ ეს აღმაფრენა შეინარჩუნა,აუცილებლად იბრძოლებს ლიდერებში შესვლისათვის.გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგროვდა და ვფიქრობ შესძლებენ,ნებისყოფის მოკრეფას.კლასი კი,საკმარისი აქვთ.
სოსო
17:15 20-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული