მანინო დაბრუნდა და "ტორპედოს" სპორტულ დირექტორად შენგელია დანიშნა

AutoSharing Option
"ტორპედოს" პრეზიდენტი ფაბიო მანინო გუშინ ქუთაიასში დაბრუნდა და კლუბის სპორტულ დირექტორად გიორგი შენგელია დანიშნა, რომელიც ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილია.

გიორგი შენგელიამ საფეხბურთო კარიერა სწორედ ტორპედოში დაიწყო და გუნდის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

12 ოქტომბერს "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში მეორე ლიგის ზუგდიდის "დინამოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მანინო ბოლოში თუ მალანია არ აღმოჩნდეს აგერ ნახავთ
შაკო
14:25 11-10-2020
2
გიორგი შენგელია უფრო გავს იტალიელს.. ეს ფაბიო უფრო ზუგდიდელ აფერისტს გავს.. :დ
ქუთაისელი
11:59 11-10-2020
0

სიახლეები პოპულარული