![](https://sportall.ge/pictures/image5/7e0527c1666997f311ef49b900499bf4.png)
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალურ მატჩში წყალტუბოს "სამგურალმა" საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის 29-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ გახსნა და მასპინძლებმაც პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგეს - 1:0.
78-ე წუთზე "ჩიხურას" შემტევი წიქარიძის ჯარიმა წყალტუბოელთა კარის ხარიხამ მოიგერია, 2 წუთში კი სტუმრები კაცნაკრულები დარჩნენ - ნიკიტა ბასტრონმა 1-1-ზე გასული მეტოქეს წააქცია და წითელი ბარათი მიიღო.
მსაჯის მიერ დამატებულ 95-ე წუთზე კი სერგო კუხიანიძემ ჯერ საჯარიმოდან გამოსულ თორნიკე ზარქუას თავზე გადაუგდო ბურთი, შემდეგ
კი ცარიელ კარში შეაგორა - 2:0.
წყალტუბოს "სამგურალი" კი 21 წლის შემდეგ საქართველოს თასის ფინალში გავიდა.