საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა

AutoSharing Option
22 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ხუთი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

გარეჯი - საბურთალო
გორი - სამგურალი
ლოკომოტივი - დინამო (ბთ)
გაგრა - შუქურა

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული