საქართველოს თასის პირველი ფინალისტი დრამატულად გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში პირველი ფინალისტის ვინაობა დრამატულ შეხვედრაში გაირკვა - ქობულეთის "შუქურა" წყალტუბოს "სამგურალს" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.

ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში "შუქურამ" და "სამგურალმა" ერთმანეთში ოთხივე მატჩი ჩაატარეს. აქედან, ბოლო 2 ფრედ (0:0) დასრულდა, მეორე წრეში "სამგურალმა" შინ 1:0 მოიგო, ხოლო პირველში "შუქურამ", მასპინძლის სტატუსით (ზესტაფონში) 2:0 გაიმარჯვა.

სტუმრები ალექსანდრე ვერულიძემ 68-ე წუთზე დაწინაურა, მასპინძლებიდან კი ზუსტად 9 წუთში ბექა ვერულიძემ გაათანაბრა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. 84-ე წუთზე ქობულეთელებმა თითქოს, თამაში შემოატრიალეს -
წყალტუბოელთა კარი გიორგი გაფრინდაშვილმა აიღო, თუმცა მათი ზეიმი დიდხანს არ გარძელებულა - "სამგურალმა" 2-წუთიან ინტერვალში გამარჯვება მოახერხა.

ასე რომ, სოსო ფრუიძესა და მის გუნდს, ეროვნულ ლიგაში პლეი-ოფისგან თავდასაღწევად რომ იბრძვიან, კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის შანსი აქვთ, თასის ფინალში კი ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.


24.1121 ქობულეთი. ჩელე არენა

"შუქურა" - "სამგურალი" 2:3

გოლები: 0:1 ა. ველურიძე (68), 1:1 ბ. ვერულიძე (77), 2:1 გაფრინდაშვილი (84), 2:2 ჭანტურია(87, ა.გ), 2:3 ფონიავა (89)

მეორე ფინალისტი "საბურთალო" - ბათუმის "დინამოს" შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც დღესვე, 18:00 საათზე დაიწყება.

altკურიოზული გოლი "სამტრედია"-"შუქურას" მატჩზე [VIDEO]

altსამგურალი-გაგრა 1:0 - "სამგურალის" ერთი ნაბიჯიც...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული