ფავორიტად მიჩნეული სტუმართა გუნდი პირველ ტაიმში პასიურად გამოიყურებოდა, მასპინძლები კი უფრო აქტიურობდნენ და კობახიძის შეცდომის შემდეგ მანდრიჩენკომ ანგარიში გახსნა. ამას გარდა, „საბურთალომ“ კიდევ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შ.ნონიკაშვილმა დალაშქრა კუპატაძის კარი და „საბურთალო“ 2:0 დაწინაურდა. ბათუმელები გარკვეული პერიოდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თბილისელები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ და გოჩოლეიშვილს შეეძლო მესამე გოლის გატანა - ისევე როგორც ინგლისელ თანატოლებთან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, თუმცა ამჯერად ბურთი კარს ააცილა. შემდეგ გოჩოლეიშვილი უკვე მარცხენა ფრთიდან გაექცა მეურვეს და გატანა მეკარემ არ დაანება.
აჭარული გუნდი შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა, კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს და მოულოდნელად ანგარიშის შემცირება შეძლო, როდესაც საჯარიმოში ბურთზე კაკუბავასთან ბრძოლაში ნიქაბაძე წაიქცა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა. ბოლოს „დინამომ“ შეუტია, კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში კუპატაძეც ჩავიდა, მაგრამ მეორე გოლი ვერ გაიტანეს და დამარცხდნენ.
8 დეკემბერს, ქუთაისში, ფინალში „საბურთალო“ „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 მანდრიჩენკო (34), 2:0 შ. ნონიკაშვილი (54), 2:1 მამუჩაშვილი (84, პენ)