"საბურთალომ" "სამგურალს" სძლია და საქართველოს თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს თასის ფინალში, რომელსაც პოლონელი მსაჯები მოემსახურნენ, „საბურთალომ“ „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.

გუნდები ზედმეტად ფრთხილობდნენ, თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ და მატჩი ნაკლებად სანახაობრივი იყო. პირველ ტაიმში ერთადერთი მომენტი 44-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „საბურთალოს“ ნახევარმცველ მანდრიჩენკოს დარტყმული ბურთი რიკოშეტით ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. დედაქალაქელები შედარებით მწვავედ უტევდნენ და ანგარიშიც გახსნეს - მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთზე ტაბატაძემ ყველას დაასწრო
და თავურით დალაშქრა ქვილითაიას კარი. წყალტუბოელთა მწვრთნელმა ფრუიძემ თამაშის გადარჩენა შეცვლებით სცადა, მისმა გუნდმა შეუტია და 85-ე წუთზე დოლიძეს გოლის გატანა მეკარე გოშაძემ არ დაანება. ეგ იყო და ეგ. „სამგურალი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა ფინალში, ხოლო „საბურთალომ“ თასი მეორედ მოიპოვა და კონფერენს ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
სამგურალი - საბურთალო 0:1
გოლი: ტაბატაძე (65)

სამგურალი: ქვილითაია, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ფონიავა (ბუხაიძე 80), გილმორი (ჩიხლაძე 72), ლექვთაძე (კირკიტაძე 72), ვერულიძე (დოლიძე 72), კალანდარიშვილი, კუხიანიძე

მწვრთნელი: ფრუიძე

საბურთალო: გოშაძე, კაკუბავა, ჯგერენაია, ლაცაბიძე, მალი, მანდრიჩენკო (კოხრეიძე 90+2), ძებნიაური, ტაბატაძე (შულაია 81), შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი (ლ. ნონიკაშვილი 76), გულიაშვილი

მწვრთნელი: კორღალიძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
და რანაირად უნდა მოეგო "სამგურალს"? მსაჯი უცხოელი იყო და "საბურთალო ფიფიასი არაა.
რატი
13:18 09-12-2021
1
თეზისის ჭკუაზე რო ხართ, მიტო ხართ მასე, არა? უჩა ვინ გაუშვა?
დათო
12:43 09-12-2021
1

სიახლეები პოპულარული