"მიმიფურთხებია ასეთ მოქცევაზე! ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არ აქვს" - "გონიოს" დამფუძნებელი სკანდალურ პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული მე-4 ლიგის ბინადარი "გონიო" საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქედის "ბეთლემთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

კლუბის დამფუძნებელი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და სფფ-ს პოლიტიკურ ფედერაციას უწოდებს.

მისი თქმით, შეხვედრას გამოუცდელი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ და ამის წყალობით მარცხი იწვნიეს.

"პირველ რიგში, ქედის "ბეთლემს" ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე.

ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ
ფეხბურთს.  არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი.
წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო.

თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ.

არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები.

მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა.

ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ.

ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი.", - წერს დოლიძე.
მკითხველის კომენტარები / 28 /
აბა კლავიატურის *ლომებო*,რამდენს გიგინებია ფედერაცია და მსაჯები დაიდგით გულზე ხელი,ჩახედეთ თქვენს ნამუს სარკეში...რომ დამჯდარხართ აქ და ქილიკობთ ....მსაჯების 0 დონე რომაა საქართველოში ამას რატომ არ აღიარებთ???რომელი ერთი მატჩის მაგალითი გინდათ მოგიყვანოთ??თუნდაც შარშანდელი მატჩი აიგეთ ტყიბულის თუ არ ვცდები.რა გააკეთა მსაჯმა და როგორ იმსაჯა....დანარჩენი თქვენთვის მომინდია
კოლინა
25 ივლისი 2023 10:27
2
როგორი გუნდი დაშალეს არველაძემ და სიჭინავამ ზესტაფონი და ესენი კიდევ იმათ გზას აგრძელებწნ საკუთარი ფით ინახავდა გუნნდს დღესავ მის განეთებულ ბაზაზე ვარჯიშობს ნაკრები და ამხელა რაღაც შექმნა კაცმა და გუნდი მოუხსნეს ჩემპიონატიდან და ერთიმეორეზე უსინდისოები არიან ფულის შოვნაზეარიან გადასულები ძირითადი აქცენტი თბილისურ გუნდებზე მეთდება და სულ იმას იძახიან დინამო დინამო.და კიგახადეს ჩემპიონი და დაგლიჭეს ასტანამ გაჰყარაჩვენ ცეხბურთს არაფერი არ ეშველება სანამ კლუბებს კერძო პირი არიყიდის და სახემწიფო არ შეწყვეტს დაფინანსებასს მანამდე ესეთ ნაგავვში ვიქნებით
გდჰდ
25 ივლისი 2023 01:09
6
წინა სეზონზე ხაშურის ივერიას დამართეს იგივე გლდანთან თამაშში
მიშა
25 ივლისი 2023 09:27
2

სიახლეები პოპულარული