"მიმიფურთხებია ასეთ მოქცევაზე! ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არ აქვს" - "გონიოს" დამფუძნებელი სკანდალურ პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული მე-4 ლიგის ბინადარი "გონიო" საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქედის "ბეთლემთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

კლუბის დამფუძნებელი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და სფფ-ს პოლიტიკურ ფედერაციას უწოდებს.

მისი თქმით, შეხვედრას გამოუცდელი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ და ამის წყალობით მარცხი იწვნიეს.

"პირველ რიგში, ქედის "ბეთლემს" ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე.

ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ
ფეხბურთს.  არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი.
წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო.

თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ.

არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები.

მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა.

ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ.

ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი.", - წერს დოლიძე.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ბიჭო რა პოლიტიკა, ერთი ის მაინც აგვიხსნას, ფედერაციისათვის რა მნიშვნელობა და რა პოლიტიკური ინტერესი აქვს, ბეთლემი გავა შემდეგ ეტაპზე თუ გონიო ?
JABA
24 ივლისი 2023 15:36
12
ეს ის არაა ჩემს ძმას მინდა მოვაგებინო საქართველოს თასი და იმიტომ ვქმნი გუნდსო?მეოთხელიგელი გონიოთი აპირებდა ერთ წელიწადში თასის მოგებას.რა ინტერესი უნდა ქონდეს ფედერაციას მერვედფინალში ქედის გუნდი გავა თუ გონიოს?
p.s.თუ გგონიათ რომ ფიფიას და ბერიძის მენტალიტეტი და აზრები ძალიან განსხვავდება ამ ადამიანის აზრებისგან ძალიან ცდებით...
Master
24 ივლისი 2023 13:30
17
ქართველი რომელიც იტყვის მიმიფურთხებია ქართულო ფეხბურთისთვის... ფედერაცია არ იწყება კობიაშვილით და არც მთავრდება. ის არის მოხელე, რომელიც სამსახურშია. ხვალ სხვა იქნება! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და მომავალ მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ნაკრებს!!!
გიორგი
24 ივლისი 2023 16:50
12
სპორტში იგივე ადგილს ტკეპნის საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ? არც რაგბზე , არ სპორტის სხვა სახეობებზე , ძალოსნობაზე ,ძიუდოზე , ჭიდაობაზე , ნიჩბოსნობა , კალათბურთზე და ასე შემდეგ - არაფერი გსმენია ?
ზურიკოს
24 ივლისი 2023 21:24
5
ეს ილუზიებში ცხოვრება მაგარი მოირგეთ.თავისით არაფერი მოდის ბიძიკო ასე რომ გამოფხიზლდით ლანგრით არავინ მოგართმევთ არც ლიგას არც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატს.იგივე ადგილს რომ ტკეპნის საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან ყველა მიმართულებით, იქნება ეს სპორტი თუ სხვა ფაქტია და ვერსად გავექცევით.
ზურიკო
24 ივლისი 2023 17:50
14
ზერილობა უნდა გქონდეს ბიძია, ზრდილობა პირველ რიგში. "ათასჯერ კაცი დაფასდა, ათი ათასჯერ ზრდილობაო". ისე ცნობისთვის მსაჯებს მსაჯთა კოლეგია ნიშნავს და არა სფფ.
გიზოგ
24 ივლისი 2023 16:40
6
ახალგაზრდა კაცი ხარ, სირცხვილია ის, რომ ასე სახალხოდ გამოდიხარ კლუბის დამაარსებელი და ასეთ დაუსაბუთებელ და უბრალდებებს უყენებ მათ ვისი კომპეტენციაც არ არის მსაჯების დაკომლექტება თამაშებზე, ამისთვის მსაჯთა კოლეგია არსებობს. ეს ასე გამოიყურება ნატოს ვთხოვოთ ევროკავშირში მიგვიღეო, მერე რა მოხდა ორივე ევროპული ორგანიზაციააო. მე კი ასე მგონია, ასეთი გაურვეველი აზროვნების და მდგომარეობის ხალხი რომ არის ქართულ ფეხბურთში "ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს"
გიზოგ
24 ივლისი 2023 16:35
6
მართალი კაცი........
სიმართლე
24 ივლისი 2023 13:56
30
არ ვიცით რა მოხდა რეალურად მაგრამ,ეს მართლა ვერ არის დალაგებული მე-4 ლიგის გუნდს ეგეთი რა ამბიცია გაქვს რო საქართველოს თასი მოიგო?!მსაჯებმა დაწვეს ტიპი ქედას ბეთლემთან,თორე უმაღლესლიგელს ყველას დაამარცხებდა,კაით რა...წელს გადმოხვალ მე-3 ლიგაში კიდე გაძლიერდი,გადახვალ მერე მე-2 ლიგაში,კიდე გაძლიერდი და აი უმაღლესში გადმოსვლაზე რო გექნება ამბიცია,მერე შეიძლება თასზეც გაიწიო...ისა და ბრატ პირდაპირ ხო ჩაგსვას ფედერაციამ უმაღლეს ლიგაში?!
Kvekeskiri
24 ივლისი 2023 20:09
13
ბილწად პოლიტიზირებული ნაკლებად იყავ და ფეხბურთის სიყვარული გქონდეს ნაღდი,დაიმსახურე და მოიგებ..."ჩალით დახურული " ქვეყანა ვაიპილიტიზირებულთა აღქმებშია მხოლოდ.ეს "ვაჟკაციც"ასეთთა რიგებშია,როგორც სჩანს...
მინდია
24 ივლისი 2023 15:06
14
ამას მგონი ი მფილმში როა დანკარას ერალი ისე გონია მართლა მოიგებს თას და ჩემპიონატს ას ლარიანით ჯიბეში და ფედერაციის დაფიანნსებისტ
კოტე
24 ივლისი 2023 14:39
9
ამან, ყოველ წაგებაზე თუ უზრდელური პოსტები წერა, ავშენებულვართ. :))
გივი
24 ივლისი 2023 17:23
18
გივი ჩვენ ვართ გივი, გივი გააღე.
.
24 ივლისი 2023 18:02
12
შენ ხომ გითხარი, სანამ ფსიქიატრი გარეთ არ გამოგიშვებს, არ მომადგე თქო? :))
.-ს
24 ივლისი 2023 21:01
7

სიახლეები პოპულარული