დრამატული ფინალი შეხლა-შემოხლითა და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით - "საბურთალომ" თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიურობდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ. უფრო მეტი მომენტი თბილისელებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა. ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჩადუნელმა შეცვლაზე შესულ სიხარულიძეს გადააწოდა და მან კვასხვაძის კარი დალაშქრა. ამის შემდეგ ბათუმელები შტურმზე გადავიდნენ. თავისი გუნდი
მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა. მერე საჯარიმოში შესული ფაცაცია ო. მამაგეიშვილთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ვითარება დაიძაბა, დინამოელი ღუდუშაური გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა, თუმცა არ დასრულდა შეხლა-შემოხლა. მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და ჩხუბი ტრიბუნაზეც დაიწყო.

საბედნიეროდ, სიტუაცია განიმუხტა და გამარჯვებულ გუნდს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

დედაქალაქური კლუბი მესამედ დაეუფლა თასს და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სიხარულიძე (90+2)
გაძევება: ღუდუშაური (90+7, დინამო)

ვიდეო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეჰ რა დრო დადგა. იმაზე კამათობს ზოგი თუ რომელი გუნდი თამაშობს უკეთ პლეოფს. უფრო სწორად დილა იასპარეზებს უკეთ თუ სხვა. ქვეჯგუფში რომ ვერცერთ გუნდი ვერ მოხვდება ამას უკვე ხომ ხართ შეგუებული? მთავარია პირველივე წრიდან არ გამოვარდნენ არა?
დავით 67
08 დეკემბერი 2023 20:31
0
ფაქტია რო დილას გაუჩალიჩა ბათუმმა ბოლო ორი თამაში არაფერს აკეთებდა მოედანზე, თან მომდევნო სეზონისთვის ქულებიც წინასწარ დაიბევა. აბა ისე ხო არ დათმობდა თასს და ისე ხო არ გააჩუქებდა ევრო საგზურს? წინწაგდებული საქმეა. ვეთანხმები აქ დაწერილი კომენტარების უმრავლესობას, დილა არის ის ერთადერთი გუნდი ვინც ევრო ტურნირებზე ნორმალურად გამოდიოდა. ერთი ვისი იმედიც მაქვს ევრო თასებზე ტორპედოა, ვინც მგონია რო ორ ეტაპს მინიმუმ გაივლის. დანარჩენებს მინიმალური შანსიც არ აქვთ!!!
ნეიტრალური
07 დეკემბერი 2023 14:08
1
ჩხუბისთვის და აყალ-მაყალისთვის ცუდი მაგალითი შექმნეს დინამოს ზოგიერთმა ფეხბურთელმა თავისი წრეგადასული აგრესიით!
4
07 დეკემბერი 2023 13:20
0
ვინმეს მართლა გგონიათ ან პირველ,მეორე,მესამე ადგილი ან თასის ფინალი,ან გამვარდნების და გადმომსვლელების ვინაობა სუფთა თამაშებით წყდება?გგონიათ რო წინასწარ არ არი გადაწყვეტილი? Თუ გგონიათ ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ
jordan beli
07 დეკემბერი 2023 12:09
1
უკვე არარ მჯერა, განსაკUტტრებით შუქურას ზდედიზედ 0-9 ის მერე ))
dato
07 დეკემბერი 2023 19:59
0
სირცხვილი განსაკუთრებით ბათუმის დინამოს, ჯერ იყო და გორიდან ვითომ წარმატებული მწვრთნელი წაიყვანა, შემდეგ ისევ გორელთა მოსატეხად ქულა აჩუქა ბოლო ტურში ტორპედოს, ახლა კი უნიჭო სპექტაკლი დადგეს თასის ფინალში (ვითომ დაძაბულობით და შეხლა-შემოხლით)ისევ დილას საწინააღმდეგოდ...გრცხვენოდეთ...დავით ყიფიანის სახხელს მაინც ეცით პატივი თქე უნამუსოებო ან ჩემპიონატის სამი მატჩი რომ 9-0 დამთავრდა, რატომ არ ინტერესდება სფფ.... არაფერი ეშველება ფეხბურთს, მოვა კლაასვიკი გადაქთელავთ თქე ვიტომ წარმატებულო კლუბებო... მოგენატრებათ დილას მეტ-ნაკლებად წარმატებული ევროსეზონი.
tinni
07 დეკემბერი 2023 11:53
0
ამათ რატომ ვატენით ბიუჯეტის ფულს?! სად გაგონილა ხალხო საფეხბურთო გუნდს, ბიუჯეტი აფინანსებდეს?! ამ საცოდაობას და ძალად დრამატიზმს, ვინ აორგანიზებს?! დარწმუნებული იყავით, თამაშამდე კაი ხნით ადრე, ისედაც იცოდნენ თასი ვის უნდა აეღო.
ციციკორე
07 დეკემბერი 2023 11:09
1
დასანანია რომ გორის დილა დარჩა ევროტურნირების გარეშე, ბოლო წლებში თუ ვინმე ცოტა უკეტეს შედეგს აღწევდა ამ ტურნირზე გორის დილა იყო.
bebe
07 დეკემბერი 2023 10:43
0
კი არ დარჩა მეგობარო, ორკესტრირებულად შეთქმულებით დატოვეს საგზურის გარეშე უსირცხვილოებმა!!!
alexsis
07 დეკემბერი 2023 15:03
0
საბედნიეროდ სიტუაცია განიმუხტა და დაჯილდოვება ჩატარდა კი არა ის ვაი "ბალეშიკები" უნდა დაიჭირო ვინც იქ ჩხუბი ატეხა და ხელებს და ფეხებს იქნევდა და წესრიგის დამცველებს ურტყავდა და ჩასვან ციხეში და ახეხინონ რამდენიმე კვირა რო ისწავლოს ჭკუა.
სიტუაცია
07 დეკემბერი 2023 08:07
0
ევრო საგზურს ვინც იმსახურებდა ეს გორის დილაა და ტორპედო დანარჩენები ბოსელში თავის ფედერაციანათ თივა ჩემზე იყოს.
გააძევეთ
07 დეკემბერი 2023 05:12
1
ფაქტი ერთია რომ ევროსაგზირის გარეშე დატოვეს გუნდი რომელიც ყველაზე ღირსეულად გამოვიდა, ყველაფერი გააკეთეს მაგისთვის,განსაკუთრებით ბათუმმა ქნა ეგ, ყომარობენ და აზიის ტოტალიზატორში ფულს შოულობენ. მართლა მაიმუნები არიან
ქომაგი
07 დეკემბერი 2023 02:07
5

სიახლეები პოპულარული