დრამატული ფინალი შეხლა-შემოხლითა და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით - "საბურთალომ" თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში „საბურთალომ“ ბათუმის „დინამო“ 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ორივე გუნდი აქტიურობდა. პირველ ტაიმში უპირატესობას ბათუმელები ფლობდნენ. უფრო მეტი მომენტი თბილისელებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა, „დინამო“ ინიციატივას ფლობდა, „საბურთალო“ კი სწრაფი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა. ორივე გუნდი ფრთხილობდა. ყველაფერი თითქოს იქითკენ მიდიოდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ჩადუნელმა შეცვლაზე შესულ სიხარულიძეს გადააწოდა და მან კვასხვაძის კარი დალაშქრა. ამის შემდეგ ბათუმელები შტურმზე გადავიდნენ. თავისი გუნდი
მეკარე კუპატაძემ გადაარჩინა. მერე საჯარიმოში შესული ფაცაცია ო. მამაგეიშვილთან ბურთზე ბრძოლისას წაიქცა, მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ვითარება დაიძაბა, დინამოელი ღუდუშაური გააძევეს და შეხვედრაც დასრულდა, თუმცა არ დასრულდა შეხლა-შემოხლა. მოედანზე გულშემატკივრები გადავიდნენ და ჩხუბი ტრიბუნაზეც დაიწყო.

საბედნიეროდ, სიტუაცია განიმუხტა და გამარჯვებულ გუნდს თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.

დედაქალაქური კლუბი მესამედ დაეუფლა თასს და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საბურთალო - დინამო (ბთ) 1:0
გოლი: სიხარულიძე (90+2)
გაძევება: ღუდუშაური (90+7, დინამო)

ვიდეო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 26 /
რას ქვია სხვაგანაც ხდება? ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ფიზიკურად გასწორება ადამიანზე ორივე კლუბი უნდა მოიკვეთოს თავის ფანებიანად ველურობა ტუ მოგწონტ წაიტ ამაზონის ჯუნგლებში
ნოდო
22:58 06-12-2023
3
ავოიეე რად გინდათ თქვენ ცივილიზაცია,ყანაში უნდა იყოთ სათოხად გაშვებული.ჰო ამ მატჩამდე ის ვიდეო რომ გაავრცელეს ეგ არის სირცხვილი და სწორდ მასეთი ლოზუნგები აღვივებს შიდა განხეთქილებას და სეპარატიზმს.არაფერი გეშველებათ.
ეჰჰ
21:28 06-12-2023
7

სიახლეები პოპულარული