მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“ პენალტების სერიაში თბილისის „დინამო" დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც მიაღწია: გამოსვლაზე მეკარე ფუტკარაძის დაშვებული შეცდომის შედეგად ვაწაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, სულ მალე კი ხვადაგიანმა გაიტანა. თუმცა, 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ცეცხლაძე მეურვეს დაუსხლტა, მისი
პასით გეგიაძემ თანაფარდობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, ერთხელ ფუტკარაძის კარი ძელმა იხსნა, მეტი გოლი არ გავიდა, ხოლო პენალტების სერიაში "სპაერმა" იმარჯვა.

"სპაერი" კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, თბილისის "დინამო" კი ევროტურნირების გარეშე დარჩა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
სპაერი - დინამო (თბ)  2:2 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45:1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)

altდრამატული ფინალი შეხლა-შემოხლითა და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით - "საბურთალომ" თასი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
რატომ ვერ უნდა მიიღონ ლიცენზია რაიმე წინაპირობა არსებობს?
გიორგის
01:03 07-12-2024
0
არამგონია სპაერმა უეფას ლიცენზირების გავლა შეძლოს, სავარაუდოდ სპაერს არ დაუშვებენ და ისევ დინამო გავა კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციოზე.
არადა ფიფიას დინამო არაფრის ღირსი არაა! ისე ძალიან მიხარია რასაც წლებია აკადემიაზე და ზოგადად ფიფიას დროინდელ დინამოზე ვამბობ ბევრისგან იგივე შეფასაბები რომ წავიკიატხე.
გიორგი
21:41 06-12-2024
1

სიახლეები პოპულარული