მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თასის ფინალში ეროვნული ლიგა 2-ის „სპაერმა“ პენალტების სერიაში თბილისის „დინამო" დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

თბილისის „დინამო“ სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას, თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპენსირებულ დროში მეკარე მაქაცარიას შეცდომით ცეცხლაძემ ისარგებლა და „სპაერი“ დააწინაურა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „დინამო“ ბევრს უტევდა და მიზანსაც მიაღწია: გამოსვლაზე მეკარე ფუტკარაძის დაშვებული შეცდომის შედეგად ვაწაძემ თავურით ანგარიში გაათანაბრა, სულ მალე კი ხვადაგიანმა გაიტანა. თუმცა, 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე ცეცხლაძე მეურვეს დაუსხლტა, მისი
პასით გეგიაძემ თანაფარდობა აღადგინა და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში დინამოელებმა მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა გააგრძელეს, ერთხელ ფუტკარაძის კარი ძელმა იხსნა, მეტი გოლი არ გავიდა, ხოლო პენალტების სერიაში "სპაერმა" იმარჯვა.

"სპაერი" კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, თბილისის "დინამო" კი ევროტურნირების გარეშე დარჩა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
სპაერი - დინამო (თბ)  2:2 (ძირ. დრო 2:2, პენ 5:4)
გოლები: 1:0 ცეცხლაძე (45:1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68), 2:2 გეგიაძე (88)

altდრამატული ფინალი შეხლა-შემოხლითა და კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით - "საბურთალომ" თასი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 44 /
რატომ ვერ უნდა მიიღონ ლიცენზია რაიმე წინაპირობა არსებობს?
გიორგის
07 დეკემბერი 2024 01:03
0
არამგონია სპაერმა უეფას ლიცენზირების გავლა შეძლოს, სავარაუდოდ სპაერს არ დაუშვებენ და ისევ დინამო გავა კონფერენც ლიგის საკვალიფიკაციოზე.
არადა ფიფიას დინამო არაფრის ღირსი არაა! ისე ძალიან მიხარია რასაც წლებია აკადემიაზე და ზოგადად ფიფიას დროინდელ დინამოზე ვამბობ ბევრისგან იგივე შეფასაბები რომ წავიკიატხე.
გიორგი
06 დეკემბერი 2024 21:41
1
სპაერი მაგრები ხართ გილოცავთ მეტრომშენის სიამაყეები ხართ. ისე უბედურება ისაა რომ ვისაც გახსოვთ ამერი როგორი კარგი გუნდი იყო და დაშალეს და გააქრეს საერთოდ. ჰო აბრეზა თამაშობდა იქ იგივე სულიკო დავითაშვილი ზუკას მამა.იმედი მაქვს იგივე ბედს არ გაიზიარებს სპაერიც.
ყოჩაღ
06 დეკემბერი 2024 20:25
0
სპაერი არაა ტოლმა ნიორ წყალში იმენა გააუბედურეს საქართველოს ჩემპიონატი კობიაშვილმა და თავის საძმომ რაც ეგენიმოვიდნენ იმის მერე ჩვენი ჩემპიონატი გახდა კრისტალბეთი...
სასაცილოა
06 დეკემბერი 2024 17:32
6
ეთამაშათ და მოიგებდა „დინამო“ - თამაში ისწავლონ და ფიფია მოაშორონ.
ზაზა
06 დეკემბერი 2024 21:15
0
ყოჩაღ სპაერი, გიოცავთ..

o.k.
06 დეკემბერი 2024 17:13
1
რომანა ფიფია :))))))))))))
Porto
06 დეკემბერი 2024 17:04
0
რადმინ თუ დინამო გტკივა არ დაბლოკო როგორც აჩუქეს ფიფიას დინამო
ისე უნდა გააჩუქებინონ სხვაზე
მაგის ბორდები და ზღაპრები ყველანაირ საზღვარს გასცდა.
არ დამოწყოთ ეხლა ბიზნესში ჩარევა და ეგეთები. ერთ ადგილში გაიკეთოს თავისი აკადემია.არც ის დაიწყოთ თაობებს ზრდისო.
თაობები ყოველთვის გვყავდა და გვეუოლება.
ვინც კვარას ზურიკოს მამარდას ვერ ამოიცნობს დინამოში არაფერი ესაქმება.
გაა$მევინეთ ფიფიას სასწრაფოდ
ეს უკვე ბალდებულეებაა
დინამო
06 დეკემბერი 2024 13:30
1
დინამოს ყველა ბავშვი არის სხვადასხვა გუნდებიდან მოყვანილი რომ არაა დინამოს აკადემია იქნება იბერია ლოკომოტივი ტორპედო და ასე შემდეგ რომ არაა დინამო თბილისიი დამიჯერეთ ისედაც აღვზრდით ტალანტებს... ასე რომ ტოტალიზატორის ჩემპიონატში ტოტალიზატორიი თამაშობსს ეს იცოდეთ ყვრლამ...
სიმართლე
06 დეკემბერი 2024 17:25
1
სპაერს წარმატებები !!!!, მაგრად რეალურად რო შევხედოთ, ეროვნული ლიგა 2 _ის , მე_6 ადგილოსანი გუნდი როცა იგებს თასს, წარმოიდგინეთ რა ნეხვშია ჩვენი ჩემპიონატი, როგორიც ხელისუფლება გვყავს ისეთი ჩემპიონატი გვაქვს, კორუფცია, ჯიბეზე ფიქრი,"ზნაკომსტვა"
ნარიმანი
06 დეკემბერი 2024 11:24
11
ხმა გავრცელდა ფიფიამ ფული აიღო ამ თამაშიოო...
Karche ra
06 დეკემბერი 2024 11:12
6
ფარერები - დინამო 6:1 ვინ თამაშობდა ნეტა იმ დინამოში..ნეტა რა მოხდა ჰა
იფფფ
06 დეკემბერი 2024 10:52
1
სიმართლეს გაუმარჯოს არც დინამოს იმედი არმაქ და სპაერის ხო არ მაქვს და არმაქვს როდის იყოო ყომარით ევრო თასებზე გავდიოდით...სპაერიი აგერ თქვენ და აგერე მე დინამოზე უარესად შეგვარცხვენს ევრო თასებზე რა სპაერიი რის სპაერიი გონზე არარიან ფეხბურთის პროსტა აზიური ტოტალიზატორი ჩაერია და მორჩა ამბებიიი...
Nikoloz
06 დეკემბერი 2024 11:27
4

სიახლეები პოპულარული