ტრანსფერ-ONLINE: 21 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:16. "რუბინმა" საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ ჟონათასი ტოვებს კლუბს და "ჰანოვერში" გადადის.

13:20. "ინტერი" და "ვალენსია" მოთამაშეებს ცვლიან: იტალიაში ჩაფრინდა ჟოაო კანსელუ, ესპანეთში - ჟოფრე კონდოგბია. ორივენი სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

13:24. ნიკოლა კალინიჩი ჩავიდა მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად. მალე შედგება ტრანსფერი "ფიორენტინადან" "მილანში".

13:34. "ბარსელონას" ბოსებმა ფილიპე კოუტინიოს აცნობეს, რომ პირველ რიგში, მხოლოდ მისი შეძენა სურთ, - წერს Diario Sport-ი.

13:41. "ზენიტში" კიდევ ერთი არგენტინელი მივიდა. ემილიანო რიგონი გამოეთხოვა თავის კლუბს და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

13:45. Corriera Della Sera
წერს, რომ "მანჩესტერ სიტის" მცველი ელიაკიმ მანგალა "ინტერს" სურს. ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე გამოსყიდვის უფლებით.

13:49. "ჩელსი" მზად არის, თანაქალაქელი "ტოტენჰემიდან" გადაიბიროს ტობი ალდერვეირელდი. ბელგიელს კვირაში 110 ათას ევროს ჰპირდებიან.

14:00. თუ "ინტერი" დაკარგავს ანტონიო კანდრევას (რომელიც ანტონიო კონტეს "ჩელსიში" სურს), შეცვლის მას "მილანის" ფორვარდ სუსოთი, - წერს Tuttomercatoweb-ი.

14:04. ხავიერ პასტორეს სურს "პარი სენ-ჟერმენიდან" "მონაკოში" გაქცევა. არგენტინელს არ ჰყოფნის სათამაშო დრო, - წერს ESPN.

14:08. "არსენალმა" არ იცის, როგორ მოიქცეს ჯეკ უილშირთან მიმართებაში. გასული სეზონი ინგლისელმა "ბორნმუთში" გაატარა, ახლა კი ლონდონელებმა ნახევარმცველი "მილანს" შესთავაზეს.

14:13. ჟან-მიშელ სერიმ შეათანხმა კონტრაქტის დეტალები "ბარსელონასთან". "ნიცას" ნახევარმცველი თავის კლუბს 40 მილიონ ევროს მოუტანს.

14:20. "სპარტაკი" მოელაპარაკა "მილანს" მბაიე ნიანგის თაობაზე. Sky Sport-ის ინფორმაციით, "როსონერი" 20 მილიონ ევროს მიიღებს.

14:30. ჯორდი კლასი დატოვებს "საუთჰემპტონს" - კლუბის ბოსები მზად არიან მოისმინონ წინადადებები, რადგან ჰყავთ მარიო ლემინა და ჰოლანდიელი აღარ სჭირდებათ.

14:36. აბდულ უორისი "ლორიანიდან" ინგლისში გადადის. მას აკვირდება პრემიერლიგის სამი კლუბი - "ვესტ ჰემი", "ვესტ ბრომვიჩი" და "ბარნლი". ფორვარდის ფასი 13 მილიონი ევროა.

14:43. "ევერტონის" ფორვარდი უმარ ნიასი "ფენერბაჰჩეში" გადავა.

14:56. "არსენალმა" თავისი ორი ფეხბურთელი "ბირმინგემში" მოაწყო - კარლ ჯენკინსონი და კოენ ბრემელი.

15:01. დავიდ დე ხეა ამ სეზონში დარჩება "მანჩესტერ იუნაიტედში", მომდევნო ზაფხულს კი მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე გახდება.

15:11. ESPN წერს, რომ ზამთარში "პარი სენ-ჟერმენის" ყველაზე ძვირი შენაძენი გონსალო გუედეში ესპანეთში მიემგზავრება. მასზე მთავარ პრეტენდენტად "ვალენსია" სახელდება.

15:14. ახალი ინფორმაცია სერის შესახებ. L'Equipe-ი წერს, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხაზე პუნქტს 15 ივლისს გაუვიდა ვადა. შესაბამისად, "ბარსელონა" ვერ იყიდის მას ფიქსირებულ 40 მილიონად.

15:20. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შეთავაზება მიიღო "არსენალისგან" კონტრაქტის გაგრძელებაზე. ინგლისელის ახალი ხელფასი კვირაში 140 ათასი ევრო იქნება, ხელშეკრულების ვადა - 4 წელი.

15:23. სიმონე ძაძა იტალიაში დაბრუნდება. მას თვალს ადევნებს "კალიარი". ფორვარდის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონია.

15:26. "ბარსელონას" ფორვარდი მუნირ ელ-ჰადადი ამ ზაფხულს დატოვებს გუნდს. მას ოთხი კლუბისგან აქვს წინადადება - "დეპორტივო", "ალავესი", "კრისტალ პალასი" და "სამპდორია".

15:37. ანდრეას პერეირა, რომელიც დიდ დროს ვერ იღებს "მანჩესტერ იუნაიტედში", მზადაა იჯარით "ვალენსიაში" წავიდეს.

15:41. სემ ლარსონმა "ჰერენვეენიდან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ფეიენოორდთან".

15:47. ძაძას გარდა, "კალიარისთვის" რეალურია კიდევ ერთი ტრანსფერი. გრეგორი ვან დერ ვილმა თურქეთი დატოვა და უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება იტალიურ კლუბში.

16:03. დილით დაიწერა, რომ მარკიზიოს აღარ სურს "იუვენტუსში", რის შემდეგაც "მილანმა" მიმართა ტურინელებს წინადადებით, - წერს Rai Sport-ი.

16:08. სამირ ნასრიმ ოფიციალურად დატოვა "მანჩესტერ სიტი". მისი ახალი კლუბი გახდება თურქული "ანტალია". გარიგების თანხად 9 მილიონი ევრო საახელდება.

16:40. "ბარნლიმ" გამოაცხადა "ლიდსიდან" კრის ვუდის ტრანსფერის შესახებ. მის სანაცვლოდ გადაიხადეს 16.5 მილიონი ევრო და ეს საკლუბო რეკორდია.

16:53. "რომამ" "სამპდორიას" 38 მილიონი ევრო შესთავაზა პატრიკ შიკის სანაცვლოდ, თუმცა გენუურ კლუბს წინადადებები აქვს "ინტერიდან" და "იუვენტუსიდან".

17:53. ბრაზილიელი ფორვარდი ლუანი არ გადავა მოსკოვის "სპარტაკში". ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ დაელოდებიან უფრო დიდი კლუბების წინადადებებს.

18:05. "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია 17 წლის ინგლისელი მარცხენა მცველით, რაიან სესენიონით, რომელიც საქართველოში ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ფეხბურთელი 27 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

18:18. Sky Sports-ი წერს, რომ კევინ ვიმერი "ტოტენჰემიდან" "სტოკს" აინტერესებს. ავსტრიის ნაკრების მცველი ასევე "ვესტ ბრომვიჩს" უნდა.

18:44. "იუვენტუსი" კლაუდიო მარკიზიოში "მილანს" მანუელ ლოკატელის ან ჯაკომო ბონავენტურას სთხოვს.

18:52. "ლივერპულმა" შესთავაზა კონტრაქტი "ფორტუნა სიტარდის" გერმანელ მცველ პერ შუურს. 17 წლის ბიჭი მაისში შემოწმებაზე იყო "ენფილდზე" და გუნდის მწვრთნელები მოხიბლა.

18:57. RMC Sport-ი ამტკიცებს, რომ "ნიცა" არ დაიწყებს დიდი ფულის გამოძალვას "ბარსელონასგან" ჟან-მიკაელ სერის სანაცვლოდ. ტრანსფერი პარასკევს გაფორმდება, ფრანგებს კი 30 მილიონი ევრო ერგებათ.

19:04. "ნიუკასლმა" უარი მიიღო "ინტერისგან" სტეფან იოვეტიჩის შეძენაზე. თავად ფეხბურთელმა მოისურვა მილანში" დარჩენა. ინგლისური კლუბის მორიგი სამიზნეა - დენის პრატი "სამპდორიადან" 14 მილიონ ევროდ.

19:08. "ჩელსი" ვერაფრით ახერხებს დიეგო კოშტას მადრიდის "ატლეტიკოში" გაყიდვას. ფორვარდს აქვს სხვა კლუბებიდან წინადადებები, მაგრამ დიეგო სიმეონესთან წასვლა უნდა. ესპანური კლუბის 45 მილიონ ევროს იხდის. "ჩელსიმ" მოფიქრებისთვის დრო ითხოვა.

19:15. ვირჯილ ვან დეიკი ჯერ ისევ შეიძლება გადავიდეს "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში". ოღონდ მერსისაიდელებმა დასახელებული თანხა უნდა გადაიხადონ - 65 მილიონი ევრო.

19:27. "ბარსელონა" გადაერთვება "პარი სენ-ჟერმენის" შემტევ ანხელ დი მარიაზე, თუ არ გამოუვა ფილიპე კოუტინიოს ვარიანტი, - წერს El Mundo Deportivo.

19:35. "ჰამბურგმა" მოიფიქრა, როგორ შეცვალოს ნიკოლაი მიულერი, რომელმაც სულელურად გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები. გერმანული კლუბი "გალათასარაიდან" იყიდის 23 წლის სინან გიუნეშს.

19:38. "ლესტერი" დაინტერესებულია "კრისტალ პალასიდან" ენდროს თაუნსენდის შეძენით.

19:39. "კრისტალ პალასმა", შესაძლოა, "ლაიპციგიდან" იყიდოს ოლივერ ბურკი.

19:41. "იუვენტუსის" მცველ კვადვო ასამოაზე მოთხოვნაა თურქეთში. "გალათასარაი" სთავაზობს განელს ხუთწლიან კონტრაქტს და წელიწადში 2.5 მილიონ ევროს. ტურინელები კი ტრანსფერისგან 7 მილიონს მიიღებენ.

19:54. "უოტფორდი" სულ მალე იჯარით აიყვანს "ბენფიკას" ფორვარდ ანდრე კარილიოს. ამ ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია "ლესტერი".

20:10. იაპონელი განაპირა მცველი აცუტო უჩიდა ტოვებს "შალკეს" ამ გუნდში შვიდწლიანი თამაშის შემდეგ. ახლა ის მეორე ბუნდესლიგის გუნდში, "უნიონ ბერლინში" იქნება.

20:12. ფედერიკო კიეზა "ფიორენტინასთან" კონტრაქტს გააგრძელებს. 19 წლის გარემარბი წელიწადში ერთი მილიონ ევროს მიიღებს.

20:20. 18 წლის მცველმა მატეის დე ლიგტმა ამსტერდამის "აიაქსთან" 2021 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

20:36. "ვესტ ჰემმა" შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ვილიამ კარვალიოსთან, მაგრამ ვერ ახერხებს კომპენსაციაზე მოლაპარაკებას "სპორტინგთან". A Bola წერს, რომ ლისაბონური კლუბი ნახევარმცველში 38 მილიონ ევროს ითხოვს.

20:42. კლაუდიო მარკიზიოს მამამ და აგენტმა - სტეფანომ უარყო ყველა ჭორი ნახევარმცველის "იუვენტუსიდან" წასვლის შესახებ.

20:44. "ბრაიტონმა" ახალი ფორვარდი შეიძინა - განელი რაფაელ დვამენა, რომელშიც "ციურიხს" 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.

20:46. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ხუან იტურბე ერთწლიანი იჯარით გადადის "რომადან" მექსიკურ "ტიხუანში".

20:48. კევინ სტროოტმანი არ გადავა ამ ზაფხულს "რომადან "იუვენტუსში". თავად ჰოლანდიელს არ ჰქონია კლუბის შეცვლის სურვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული