"მანჩესტერ სიტი" ალექსის სანჩესის დამატებას ზამთარში გეგმავს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტი" მზადაა, ალექსის სანჩესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს.

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ჩილელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს და ზამთარში არგაყიდვის შემთხვევაში კლუბს ფეხბურთელის უფასოდ გაშვება მოუწევს.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება.

სანჩესი "არსენალში" 2014 წლიდან ასპარეზობს და მის ანგარიშზე 114 ჩატარებულ შეხვედრაში გატანილი 57 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული