სემ ელერდაისი: პიერ ემერიკ ობამეიანგის შეძენა ''ევერტონსაც'' სურს

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის კლუბი ''ევერტონი'' პიერ ემერიკ ობამეიანგის შეძენას აპირებს. ''კანფეტების'' ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელის, სემ ელერდაისის განცხადებით, ლივერპულელები სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ გაბონელი ფეხბურთელის გადმობირებას შეეცდებიან.

''ევერტონმა'' რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ ღირსეული შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ იპოვა.

მართალია, ბოლო პერიოდში, ''გუდისონ პარკზე'' დაბრუნებულმა უეინ რუნიმ თამაშს მოუმატა და კარგ შედეგებს აჩვენებს, თუმცა ობამეიანგის სახით გუნდი აშკარად დიდ ძალას მიიღებს.


მომზადებულია MIRROR–ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული