მადრიდის ''რეალი'' მეკარეს იმატებს

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის ''რეალმა'' თითქმის დაასრულა მოლაპარაკებები ბილბაოს "ატლეტიკთან'' მეკარე კეპა არიზაბალაგასთან დაკავშირებით.

23 წლის კარის დარაჯის ღირებულება 25 მილიონი ევროა, თუმცა არიზაბალაგას  კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება და ''სამეფო კლუბი'' მის უფასოდ ხელში ჩაგდებას ცდილობს.

სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დრო გააფორმებენ, თუმცა მეკარე ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ასპარეზობას მომავალი სეზონიდან დაიწყებს.


მომზადებულია football-espana-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული