ინგლისური პრესა: ხოსეპ გვარდიოლას ასენსიოს შეძენა სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა მარკო ასენსიომ, შესაძლოა, კარიერა "მანჩესტერ სიტიში" განაგრძოს.

მისი შეძენა "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ინიციატივა ყოფილა, ვინც ასენსიოს ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია.

გავრცელებული ცნობით, "სამეფო კლუბიდან" აბარგების წინააღმდეგი არც ასენსიოა, რადგან მას ბოლო პერიოდში ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, ასენსიომ მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 16 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული