სწორედ ამიტომ გერმანელი სპეციალისტი ამ პოზიციაზე გაძლიერების საჭიროებას ხედავს.
"მერსისაიდელთა" თვალთახედვის არეში კი რამდენიმე კარის დარაჯი მოხვდა.
მათ შორის, იან ობლაკი, რომელიც მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავს; "რომას" მეკარე ალისონი და პსჟ-ის გოლკიპერი კევინ ტრაპი.
სავარაუდოდ, ამ სეზონს "ლივერპული" ისევ მოქმედი ორი მეკარით ჩაამთავრებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი რომელიმე მათგანი "ენფილდზე" გადაინაცვლებს.