სედრიკ ბაკამბუც ჩინეთის გზას დაადგა

AutoSharing Option
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ფეხბურთელი სედრიკ ბაკამბუ, რომელიც "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა, ამერიდან "ბეიჯინგ გუანის" ფორმას მოირგებს.

ჩინურ კლუბს 26 წლის ფორვარდის ტრანსფერი 37 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამ გარიგებით, ბაკამბუ ყველაზე ძვირად ღირებული აფრიკელი ფეხბურთელი გახდა.

კონგოელი შემტევი "ყვითელი წყალქვეშა ნავის" შემადგენლობაში 2015 წელს "ბურსასპორიდან" გადავიდა და ამ დროში ჩატარებულ 105 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება "ბეიჯინგს", გერმანელი სპეციალისტის, როჯერ შმიდტის გაწვრთნილი კლუბი გასულ სეზონში  მე-9 ადგილზე გავიდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული