"რეალი" დე ხეას მიუბრუნდა - მესამე მცდელობა ესპანელი მეკარის გადასაბირებლად

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეას გადასაბირებლად კვლავ იბრძოლებს. ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა dailystar-ი იუწყება.

"სამეფო კლუბი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "მანჩესტერს", 27 წლის მეკარის სანაცვლოდ, 87 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ესპანელ კარის დარაჯს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. ბოლო დროს საუბრები მის გაგრძელებაზე მიდიოდა, თუმცა ჯერჯერობით დე ხეა ამისგან თავს იკავებს.

თავის მხრივ, კიპერის გაშვება არც "მანჩესტერს" სურს და მის შესანარჩუნებლად დე ხეას გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული