Mirror-ის ინფორმაციით, ფეხბურთელისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.
"წითელი ეშმაკები" მაიკლ ქერიკის შემცვლელს ეძებენ, რომელიც ზაფხულში კარიერას დაასრულებს. გარდა ამისა, გუნდიდან შესაძლოა მარუან ფელაინი წავიდეს, რომელსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
23 წლის კოვაჩიჩს მიმდინარე სეზონში მადრიდულ გუნდში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. კოვაჩიჩმა ესპანეთის ჩემპიონატში სულ 6-ჯერ ითამაშა.