"რომამ" "მილანის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა და ზაფხულში მეორე ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"რომას" ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ გუნდმა "ბენფიკას" საკუთრებაში მყოფი ბრაიან კრისტანტეს ტრანსფერი სრულყო და 23 წლის იტალიელი მომდევნო სეზონიდან "ჯალოროსიში" იასპარეზებს.

ახალგაზრდა ნახევარმცველი "მილანის" აღზრდილია, თუმცა კრისტანტემ "როსონერიში" ფეხი ვერ მოიკიდა და ამიტომ ლისაბონურ კლუბში გაანათხოვრეს.

"არწივთა" რიგებიდან კი ფეხბურთელი განათხოვრებით "პალერმოს", "პესკარასა" და ბოლოს ბერგამოს "ატალანტას" ღირსებას იცავდა.

აქვე გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრისტანტე "რომას" მეორე შენაძენია. "ჯალორისის" რიგები "პორტოდან" 30 წლის ესპანელმა მცველმა ივან მარკანომაც შეავსო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Aვტორ ანკე ჩორიჩიც იყიდა
Tbiliski
22:47 10-06-2018
0
ეს მესამეა ხორვატიის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი დაიმატა კიდე ზაგრების დინამოდან ჩორიჩი
ტოტტი
22:34 07-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული