ფეხბურთი

ტრანსფერი

"ლაიპციგმა" ურუგვაელი მცველის ტრანსფერში 14 მლნ ევრო გადაიხადა

AutoSharing Option
"რივერ პლეიტის" მცველი მარსელო სარაკი კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.

ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

FOX Deportes-ის ინფორმაციით, გერმანელებმა ტრანსფერში 14 მლნ ევრო გადაიხადეს. აქედან "რივერ პლეიტი" 10 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო 4 მლნ ევრო ურუგვაის კლუბ "დანუბიოს" ერგება.

მომზადებულია dierotenbullen.com-ის მიხედვით