"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურის ცენტრალული მატჩი "რედ ბულ არენაზე" ადგილობრივ "ლაიპციგსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის გაიმართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, 37-ე წუთზე ანგარიში ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა გახსნა, 52-ე წუთზე კი მარსელ ჰალსტენბერგმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აქვე გეტყვით, რომ "რეკორდმაისტერის" შემადგელობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა იან ზომერმა, რომელიც გუნდს "მიუნხენგლადბახიდან" ახლახანს შეუერთდა.

ამრიგად, "ბაიერნი" 35 ქულით გათამაშების ლიდერია, მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს, "კიოლნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლაიპციგი" 29 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს, იმავე 24 იანვარს კი "შალკეს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული