ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
ESPN-ის ჟურნალისტი კრისტიანი მარტინი იუწყება, რომ 35 წლის ლუის სუარესი თავისუფალი აგენტის სტატუსით "რივერ პლეიტში" გადაბარგდება.

"სუას" ბოლო გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" გახლდათ, სადაც 2 სეზონი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 82 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ სუარესი ევროპის კონტინენტზე 2006 წლიდან თამაშობდა, როდესაც "ნასიონალიდან" "გრონინგენში" ჩაირიცხა, ახლა კი კვლავ სამხრეთ ამერიკას დაუბრუნდა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთი სიამოვნება იყო ლუისიტოს თამაშის ყურება, თანაც რა ლამაზ გოლებს იტანდა?
ეეჰ?
16:06 27-06-2022
1
ლაპორტას ნამდვილად მოეკითხება! რაც მალე მით უკეთესი!
გია
15:47 27-06-2022
1

სიახლეები პოპულარული