საინტერესოა, რომ "რასინგი"-"რივერ პლეიტის" ანგარიში 1:1 იყო და 90-ე წუთზე გუნდის მცველმა ჯონათან გალვანმა პენალტი გააფუჭა. ეს ბურთი გალვანს რომ შეეგდო და "რასინგს" ანგარიში შეენარჩუნებინა, ჩემპიონი სწორედ ეს კლუბი გახდებოდა, მაგრამ მათ გოლი დამატებით წუთებში აქეთ მიიღეს.
"ბოკა ხუნიორსი" არგენტინის ჩემპიონი ისტორიაში 29-ედ გახდა.